400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 2024-11-21, 1:10 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » ალპები
6:51 PM
ალპები

ალპებიალპის მთები (გერმ. AlpenიტალAlpiფრანგAlpesბერძნ. Αλπειςტრანსლიტ. Alpeis; ოქსი. Aups/AlpsრომანAlpsსლოვენ.Alpe) — ერთ-ერთი უმაღლესი მთათა სისტემა ევროპაში. გადაჭიმულია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროდან შუა დუნაის დაბლობამდე. ალპების გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში მთლიანად ან ნაწილობრივ მდებარეობს 8 სახელმწიფოს ტერიტორია, ესენია:საფრანგეთიმონაკოიტალიაშვეიცარიალიხტენშტაინიგერმანიაავსტრია და სლოვენია. ალპები გადაჭიმულია დაახლოებით 1200 კმ-ზე, სიგანე 50-260 კმ.[1] უმაღლესი წერტილის სიმაღლეა ზღვის დონიდან 4808 მ (მონბლანიდასავლეთ ევროპის უმაღლესიმწვერვალი).[2] ალპების მთათა სისტემის საერთო ფართობია დაახლოებით 207,000 კმ².[3]

ალპები დასავლეთი ევროპის ცენტრალური ნაწილის მაღალმთიანი ოლქია. იგი თავისი თოვლითა და ყინულებით კვებავს დასავლეთი ევროპის მრავალ დიდ მდინარეს და მათ შენაკადებს, დიდ გავლენას ახდენს შუა ევროპის ჰავაზე და თანაც ბუნებრივი ლანდშაფტებისთავისებური კომპლექსებით ხასიათდება. განსაკუთრებით გამორჩეულია ალპების გეოლოგიური აგებულების განსაკუთრებული სირთულე და მთების რელიეფის ფორმები. მთების მნიშვნელოვანი საერთო სიმაღლე, მათ მკვეთრად დანაწევრებასთან ერთად, განსაზღვრავს ვერტიკალური ლანდშაფტების ზონების მკაფიოდ გამოხატულ ცვლას და ტიპიური ალპური ლანდშაფტების ფართო განვითარებას. ამ თვისებების მიხედვით, ალპები გამოიყოფა როგორც ევროპის, განსაკუთრებით, დიდი ფიზიკურ გეოგრაფიული ოლქი.

ალპები ქმნიან მძლავრ ერთიან მთის რკალს, რომელიც ხმელთაშუა ზღვის გენუის უბის ნაპირთან იწყება; აქ, შევიწროებულ და დადაბლებულ რაიონში, ერთმანეთს ხვდება ორი მაღალმთიანი მთის სისტემა: ალპები და აპენინები. აქედან ალპები ჯერსამხრეთ-დასავლეთისაკენ მიემართება, ზღვის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავისი სილამაზით ცნობილი საფრანგეთის რივიერამდებარეობს, შემდეგ კი მკვეთრად იღუნება ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილოეთისაკენ. ეს რაიონი ცნობილია ზღვისპირა ალპებისსახელწოდებით. შემდეგ ჩრდილოეთისაკენ, მაღალმთიანი ზონა, შესამჩნევად მაღლდება და ფართოვდება; მატულობს როგორც მთებისსიმაღლე, აგრეთვე ბუმბერაზი მასივებისა და მწვერვალებისთოვლიანი, მძლავრი მყინვარებით დაფარული გოლიათების რიცხვი.

ალპების, პირენეების და კარპატების მთიანი სისტემა, ევროპისათვის პირობით საზღვარს ქმნის თბილ სამხრეთსა და ცივ ჩრდილოეთს შორის.ალპების დასავლეთი ნაწილია კოტის ალპები, რომელიც საფრანგეთსა და იტალიაში ვრცელდება. მაქსიმალური სიმაღლეა ზღვის დონიდან3841 მ (მონტე-ვიზო), ჩრდილოეთით ვრცელდება გრაის ალპები, რომელზეც გრან-პარადიზოს მასივი მდებარეობს; შემდეგ მოდის კრისტალური მონბლანის მასივი, რომელიც ამავე სახელწოდების მწვერვალით არის დაგვირგვინებული. ზღვისპირა ალპებიდანმონბლანამდე ალპების რკალს ძირითადად მერიდიანული მიმართულება აქვს. მთების აღმოსავლეთი კალთები ციცაბოდ ეშვება მდინარეპოს დაბლობისაკენ. დასავლეთი კალთა შედარებით ფართოა, წყალგამყოფი ქედის პარალელურად, დადაბლებული ზოლით, მისგან განცალკევებული, გვერდითი მასივების მაღალი ქედი მიიმართება, შემდეგ კი საშუალო სიმაღლის მთების (წინაალპების) ვრცელი ფართობი და წინამთები, რომელიც თანდათან ეშვებიან მდინარე რონის ხეობის დაბლობისაკენ. ამ წინამთის ზოლიდან ჩრდილოეთით, ალპებიდან განშტოვდება საშუალო სიმაღლის იურის მთები, რომელიც მდინარე რონის მუხლითაა გამოყოფილი (ჟენევის ტბის ქვემოთ) და გადაჭიმულია ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ.[7]

ალპებსა და იურის მთებს შორის ვრცელდება შვეიცარიის ზეგანი. საფრანგეთის ალპების ჩრდილო რაიონი, მონბლანთან ერთად, ცნობილიასავოიის ალპების სახელწოდებით. მონბლანის რაიონში ალპების რკალი მაქსიმალურ სიმაღლეს აღწევს. ამასთან, შესამჩნევად ვიწროვდება და მკვეთრად იღუნება ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისაკენ. შემდეგ მთიანეთის ის ნაწილი მდებარეობს, რომელსაც შვეიცარიის ალპებსუწოდებენ. ამ მანძილზე ალპების რკალი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მიემართება და შედის შვეიცარიის ფარგლებში. იტალიასმიეკუთვნება ამ მონაკვეთის მხოლოდ სამხრეთი კალთები.[7]

შვეიცარიაში მდებარეობს ალპების მაღალმთიანი მონაკვეთი, რომელიც განთქმულია თავისი თვალწარმტაცი ლანდშაფტებით. აქვეა აღმართული ალპების მაღალი მთის ზოლის მაღალი მასივები, რომლებზეც დიდი მყინვარები ეშვებიან. ასეთია ორი მთავარი ქედი, რომლებიც ერთმანეთის პარალელურად მიემართებიან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ; მათ შორის მდებარეობს თითქმის სწორხაზოვანი ღარტაფი, რომელზეც მდინარეები რონა და რაინის ზემო წელი მიედინება. მონბლანსა და გოტარდის მასივებს შორის ვრცელდება პენინის ალპები, უმაღლესი მწვერვალებით მონბლანის შემდეგ. აღსანიშნავია მწვერვალები: მონტე-როზა (4634 მ), მატერჰორნი (4478 მ), ვაისჰორნი(4506 მ). პენინის ალპები და მათი ჩრდილო-აღმოსავლეთი გაგრძელება — შედარებით დაბალი ლეპონტინის ალპები (გოტარდის მასივთან ერთად) ალპების მთავარი წყალგამყოფი ქედის ცენტრალურ ნაწილში შედიან.რონას ზემო წელის ჩრდილოეთით გადაჭიმულია ბერნის ალპები, რომელიც აღმოსავლეთით აარის მასივით ბოლოვდება; ამ უკანასკნელის მყინვარებიდანსათავეს იღებს მასივში ღრმად ჩაჭრილი მდინარე აარე. ბერნის ალპების გაგრძელებას წარმოადგენს გლარნის ალპები.აღმოსავლეთი ალპების ღერძული ზოლი განსხვავდება დასავლეთისაგან ნაკლები სიმაღლით; გამყინვარების ფართობი მას გაცილებით ნაკლები აქვს და მყინვარებიც ნაკლები სიდიდისაა, მაგრამ მთავარ მწვერვალებსა და ქედებზე აქაც დიდძალი მუდმივი ყინულია დაგროვილი. აღმოსავლეთი ალპების ღერძულ მაღალმთიან ზოლს ჩრდილოეთით და სამხრეთით თან ახლავს საშუალო სიმაღლის წინაალპების ჩრდილო და სამხრეთი ფართო ზონები. ჩრდილოეთით აქ მდებარეობს ფორარლბერგი დაალგეის ალპები, რომლებიც ზალცბურგისა და, შემდეგ, ავსტრიის წინაალპებში გადადის, სამხრეთით კომოსა და გარდას ტბებს შორის, მდებარეობს ლომბარდიის წინაალპები, შუა ადიჯეს აღმოსავლეთით — 

ნანახია: 5225 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 10.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9544
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 2
სტუმარი: 2
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels