400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 2024-04-25, 6:26 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » ჭადრაკი
9:02 AM
ჭადრაკი
ჭადრაკი არის ინტელექტუალური თამაში, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. ჭადრაკის თამაშში მკაფიოდ ვლინდება პიროვნების ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებანი. ჭადრაკის პარტიას თამაშობს ორი პარტნიორი („თეთრი" და „შავი" ფიგურებით) კვადრატული, მუქი და ღია ფერის 64-უჯრედიან დაფაზე (ქვემო ნათელი უჯრედი მოთამაშის მარჯვენა მხარეს უნდა იყოს). ყოველ პარტნიორს აქვს 8 ფიგურა (მეფე,ლაზიერი, 2 ეტლი, 2 მხედარი, 2 კუ და 8 პაიკი).

ფიგურების სვლები [რედაქტირება]

ყოველი ფიგურა „დადის" გარკვეული წესების შესაბამისად და (მეფის გარდა) მისი აყვანა შეიძლება მოწინააღმდეგის ფიგურით. ფიგურის აყვანა სავალდებული არ არის გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვა სვლით შეუძლებელია შეტევისაგან მეფის დაცვა. პარტიას იწყებენ „თეთრები", სვლები კეთდება რიგრიგობით. თამაშის მიზანია მეტოქის მეფის მაშამათება, ე. ი. მისი ისეთ უიმედო მდგომარეობაში მოქცევა, როდესაც აღარ შეიძლება იერიშმიტანილი მეფის სხვა, უსაფრთხო უჯრედზე გადაყვანა ან თავისი ფიგურით მეტოქის მოიერიშე ფიგურისაგან დაფარვა. ოფიციალურ შეჯიბრებებში სვლების გასაკეთებელი დრო მკაცრად რეგლამენტირებულია და მისი კონტროლი ხორციელდება საგანგებო საჭადრაკო საათით. თუ მოთამაშემ გადააჭარბა გარკვეული სხველბის გადაკეთებლად გამოყოფილ დროს, მას წაგება ეთვლება.

ჭადრაკის პარტიის მსვლელობა იწერება საგანგებო ნოტაციით და შემდეგ ქვეყნდება სათანადო კომენტარებით საერთო და საჭადრაკო პრესაში. ჭადრაკის თეორია შეისწავლის საჭადრაკო პარტიის დასაწყისის (დებიუტი), შუა თამაშის (მიტელშპილი) და დაბოლოების (ენდშპილი) გათამაშების ტიპურ ხერხებსა და სქემებს.

ჭადრაკის თამაშში უჯრიდან უჯრაზე ფიგურების გადაადგილებას სვლა ეწოდება. სვლები კეთდება თანამიმდევრობით. როგორც ავღნიშნეთ, პირველ სვლას აკეთებენ თეთრები, ხოლო იმას, თუ ვინ ითამაშებს თეთრებით, ადგენენ კენჭისყრის საშუალებით. სვლა კეთდება ერთი ფიგურით (გარდა ერთი გამონაკლისისა, რომელზეც შემდგომ მოგითხრობთ). ის არ შეიძლება დაიდგას უჯრაზე, სადაც უკვე დგას მისივე ფერის სხვა ფიგურა. ხოლო უჯრაზე თუ სხვა ფერის ფიგურაა, მაშინ შეგიძლიათ აიყვანოთ იგი და მის ადგილზე თქვენი დასვათ. ამ პროცესს აყვანას ან მოკვლასუწოდებენ. აყვანილი ფიგურა თამაშიდან გამოსულად ითვლება და მას დაფიდან იღებენ.

მეფე [რედაქტირება]

ჭადრაკში მთავარი ფიგურა არის მეფე და მისი დატყვევება, ე. ი. დაშამათება, თამაშის დამთავრებას ნიშნავს. იგებს ის, ვინც მოახერხებს მოწინააღმდეგის მეფის დაშამათებას. მეფის სვლები, სხვა ფიგურებთან შედარებით, ძალზე შეზღუდულია. მას შეუძლია გადაადგილდეს ნებისმიერ მეზობელ უჯრაზე.

ლაზიერი [რედაქტირება]

ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ერთი ლაზიერი აქვს. ლაზიერები დგანან d1 და d8 უჯრებზე. ლაზიერი დაახლოებით ორი ეტლის ან სამი მსუბუქი (მხედარი, კუ) ფიგურის ტოლფასია.

თამაშის მსვლელობისას ლაზიერს შეუძლია ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად და დიაგონალურად ნებისმიერი რაოდენობის უჯრაზე გადაადგილება იმ პირობით, თუ მის გზაზე სხვა ფიგურა არ დგას. ასევე ყველა მიმართულებით შეუძლია აიყვანოს მეტოქის ნებისმიერი ფიგურა.

ეტლი [რედაქტირება]

სიძლიერით მეორე ფიგურა ლაზიერის შემდეგ. დაახლოებით უდრის ერთ მსუბუქ ფიგურას და 1-2 პაიკს. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი ეტლი ყავს. პარტიის დასაწყისში ეტლები დგანან a1,h1, a8 და h8 უჯრებზე. ეტლი მოძრაობს ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად უჯრათა ნებისმიერ რაოდენობაზე. მეტოქის ფიგურას იღებს ასევე ვერტუკალურ და ჰორიზონტალურ ხაზებზე.

კუ [რედაქტირება]

მსუბუქი ფიგურა. კუ სიძლიერით დაახლოებით მხედრის ან სამი პაიკის ტოლფასია. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი კუ ყავს. პარტიის დასაწყისში კუები დგანან c1,f1, c8 და f8 უჯრებზე. ამ ოთხი კუდან ორი თეთრუჯრედოვანი და ორიც შავუჯრედოვანი კუა. კუ მოძრაობს უჯრების ნებისმიერ რაოდენობაზე მხოლოდ იმ ფერის დიაგონალებზე, რას ფერის უჯრაზეც დგას.

მხედარი [რედაქტირება]

მსუბუქი ფიგურა. სიძლიერით დაახლოებით კუს ან სამი პაიკის ტოლფასი. ჭადრაკის პარტიის დაწყებისას თითოეულ მოთამაშეს ორი მხედარი ყავს. პარტიის დასაწყისში მხედრები დგანან b1,g1, b8 და g8 უჯრებზე. მხედარი ერთდერთი ფიგურაა რომელსაც შეუძლია გადაახტეს როგორც თავის, ასევე მეტოქის ფიგურებს. მხედარი დადის რუსული ,,Г’’-ს ფორმით. თავიდან ორი უჯრა ჰორიზინტალურად ან ვერტიკალურად და მერე ერთი უჯრა ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად.

პაიკი [რედაქტირება]

პაიკი ყველაზე სუსტი,მაგრამ უშიშარი მებრძოლია.იგი მოძრაობს მხოლოდ მერტიკალურად ერთ უჯრაზე,საწყისი პოზიციიდან კი ერთ ან ორ უჯრაზე გადადის.პაიკს უკან სვლა არ შეუძლია. ტეთრი პაიკები განლაგებულია 2 ჰორიზონტზე ხოლო შავები 7 ჰორიზონტზე.პაიკი მეტოქის ფიგურას კლავს დიაგონალურად წინ ერთ უჯრაზე, მარცხნივ ან მარჯვნივ.პაკს აქვს ბევრი კარგი თვისება ესენია 1)გავლაზე აყვანა,2)ფიგურის გაცოცხლება....გავლაზე აყვანა სეიძლება მხოლოდ მეტოქის პაიკის ორ უჯრაზე გადაადგილების საპასუხო სვლით.მომდევნო სვლიდან გავლაზე აყვანა აღარ შეიძლება.თეთრ პაკს გავლაზე აყვანის უფლება აქვს,მხოლოდ მაშინ, როდესაც ის მეხუთე ჰორიზონტალზე იმყოფება...სავებს პაიკის გავლაზე აყვანა მხოლოდ მეოტხე ჰორიზონტალიდან შეიძლია....როდესაც თეთრი მაიკი მიაღწევს მერვე ჰორიზონტალს,ხოლო შავების პაიკი_ პირველ ჰორიზონტალს, მაშინ შესაძლებელია პაიკის გაცოცხლება ლაზიერად,ეტლად,კუდ ან მხედრად

ისტორია [რედაქტირება]

ჭადრაკი ინდოეთში, მკვლევარების აზრით, VI საუკუნეში გამოიგონეს. მისი შექმნის შესახებ მრავალი ლეგენდა არსებობს. აი, რას მოგვითხრობს ერთ-ერთი ლეგენდა:

ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვადრილიონ ოთხასორმოცდაექვსი ტრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ბილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას, რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.

ინდოეთში მოგონილ თამაშს ჩატურანგა ერქვა. შემდეგ ის სპარსეთშიც გავრცელდა უკვე ჩატრანგის სახელწოდებით. მალე სპარსეთი არაბებმა დაიპყრეს და მათთვის ახალ თამაშს შატრანჯი უწოდეს. არაბებმა მაშინ მთელი ახლო აღმოსავლეთი, ჩრდილოეთ აფრიკა და ესპანეთიც კი დაიპყრეს. არაბების მიერ შეტანილმა შანტრანჯმა ყველგან მოიკიდა ფეხი. XI საუკუნეში თამაშს ევროპაც გაეცნო და სათნადო გავრცელაბაც ჰპოვა. XI-XII საუკუნეებში ჭადრაკმა ევროპაში ისეთი პოპულარობა მოიპოვა, იგი შეტანილი იყო რაინდული აღზრდის პროგრამაში. ჭადრაკი ნახსენებია იმდროინდელ ისეთ ცნობილ ლიტერატურულ ნაწარმოებებში, როგორებიცაა: ,,სიმღერა როლანდზე’’, ,,ტრისტან და იზოლდა’’, ,,რომანი ვარდზე’’ და სხვა.

1283 წელს კასტილიისა და ლეონის მეფის, ალფონს X ბრძენის ბრძნებით სევილიაში დამზადდა უხვად ილუსტრირებული მანუსკრიპტი სახეწოდებით ,,თამაშთა წიგნი’’. აქ მოყვანილია ჭადრაკის სხვადასხვა ვარიაციები და 103 ამოცანა შამათის ჩასმაზე სვლათა გარკვეულ რაოდენობაში (ეს იყო პირველი წიგნი საჭადრაკო კომპოზიციის შესახებ).

პოპულარობასთან ერთად ჭადრაკმა ევროპაში ტრანსფორმაციაც განიცადა. იცვლებოდა თამაშის წესები, რითც იგი სულ უფრო და უფრო ემსგავსებოდა თანამედროვე ჭადრაკს. გამოჩდნენ მოჭადრაკეები რომლებიც მუშობდნენ თეორიაზე და თავიანთ იდეებს დებდნენ საჭადრაკო პარტიებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ამ ფონზე იტალია. იტალიელი მოჭადრაკის ჯ.გრეკოს საჭადრაკო სახელმძღვანელო თითქმის 100 წელი ითვლებოდა საუკეთესოდ.

XVIII საუკუნეში ევროპის საჭადრაკო ცენტრმა საფრანგეთში გადაინაცვლა. 1749 წელს პარიზში გამოვიდა ფ.სტამის წიგნი სადაც პირველადაა გამოყენებული ალგებრული საჭადრაკო ნოტაცია, რომელმაც XIX საუკუნეში მიიღო თანამედროვე სახე. XIX საუკუნეში ძლიერი საჭადრაკო სკოლა ჩამოყალიბდა ინგლისშიგერმანიაშიავსტრო-უნგრეთში და პოლონეთში.

ჭადრაკმა მალე ატლანტიკის ოკეანეც გადასრა და ამერიკაშიც გავრცელდა.

იმის გამო რომ იმდროინდელი მოჭადრაკეები ბევრს მუშაობდნენ საკუთარ საჭადრაკო იდეებზე და ეს იდეები პრაქტიკულ ხორცშესხმას მოითხოვდა, ჭადრაკი სულ უფრო და უფრო ღებულობდა სპორტულ სახეს. მწიფდებოდა აზრი მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკის ოფიციალურად გამოვლენის შესახებ, თუმცა მანამდეც უძლიერესად მიჩნეული მოჭადრაკეები არაერთხელ შეხვედრიან ერთმანეთს. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ამ იდეასაც ხორცი შეესხა და 1886 წელს მსოფლიოს პირველი ოფიციალური ჩემპიონიც მოევლინა - ვილჰელმ სტეინიცი.

ჭადრაკი საქართველოში [რედაქტირება]

ჭადრაკი მოხსენიებულია მრავალ ქართულ ლიტერატურულ და ისტორიულ წყაროსა და ძეგლში. პირველად მოხსენიებულია ბასილის დიდის თხზულებაში ,,ექუსთა დღეთა’’ რომელიც XI საუკუნის საეკლესიო მოღაწემ გიორგი ათომელმა გადმოაქართულა. სავარაუდოა რომ ჭადრაკი ჩვენში ან ინდოელი ვაჭრების ან სპარსელების შემოტანილია. ყოველ შემთხვევაში იგი საქართველოში არაბთა მოსვლამდე იყო ცნობილი. თანდათან ჭადრაკმა საპატიო ადგილი დაიმკვიდრა ქართველის კაცის ცხოვრებაში, იმდენად საპატიო რომ ქალს მზითვად გენიალურ ,,ვეფხისტყაოსანთნ’’ ერთად ჭადრაკსაც ატანდნენ.

სამწუხაროდ XIX საუკუნემდე არ არის შემორჩენილი ცნობები ქართველ მოჭადრაკეთა შესახებ, თუმცა ასეთები რომ იყვნენ ისიც ადასტურებს რომ ნაპოვნია XII, XV და XVII საუკუნეების ქართული ჭადრაკის კომპლექტები. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჭადრაკზე მეტი ცნობებია; ,,შახმატნი ლისტოკის’’ (1878 #1) იტყობინებოდა: ,,შარშანდელი წლის სექტემბრიდან თბილისში დაარსდა ჭადრაკის მოყვარულთა წრე, რომელიც კვირაში ერთხელ იკრიბება დამფუძნებელთა ბინებში’’. იგივე ნომერი იუწყებოდა რომ მოეწყო მატჩი თბილისელ ა.სმატენსა და მოსკოველ ოსტატ ა.სოლოვცოვს შორის. იგივე ჟურნალი (1978 #5-6) იუწყება რომ თბილისში გაიმართა მატჩი ა.სმიტენსა და ა.დადაიანს შორის, რომელიც დადიანია გამარჯვებით დასრულებულა. ამის შემდეგ დადიანს სოლოვცევისთვისაც მოუგია მატჩი.

საერთოდ ანდრია დადიანი პირველი ქართველი მოჭადრაკეა, რომელიც გავიდა საერთაშორისო სარბიელზე. იგი საკმაოდ ცნობილი მოჭადრაკე გახლდათ. ამავე დროს თანამშრომლობდა საჭადრაკო ჟურნალ-გაზეთებთან. 1892 წელს ინგლისურმა საჭდრაკო ჟჲრნალმა ,,ჩესს მანსლი,’’ (#6-7) თითქმის მთელი ნომერი დადიანის პიროვნებას და მის შემოქმედებას მიუძღვნა. ჭადრაკთან მეგობრობდნენ ცნობილია ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვანო მაჩაბელი, ნიკო ნიკოლაძე და სხვა გამოჩენილი ქართველები. ილიას ,,ივერია’’ ხშირად წერდა ჭადრაკზე, ხოლო ჩიგორინ-ტარაშის მატჩის შემაჯამებელი სტატია თავად ილიამ დაწერა.

ცნობილია იმდროინდელი ძლიერი მოჭადრაკეების სახელებიც. ესენი იყვნენ ხარლამპე სირბილაძე, ფოტინე ჩიქოვანი-ასათიანისა, მამია გურიელი, ვარადებულ ჩიქოვანი, გიორგი ბებურიშვილი და სხვა.

XX საუკუნის 20-ანი წლებიდან ჭადრაკი სახალხო თამაში გახდა. გახშირდა ტურნირები, მატჩები. თბილისში ხშირად ჩამოდიოდნენ ცნობილი რუსი ოსტატები. თბილისში სახცოვრებლად გადმოვიდნენ ცნობილი მოჭადრაკეები ანდრეი სმოროდინსკი, ვიქტორ გოგლიძე, ნიკოლოზ სოროკინი.

1922 წელს გაიმართა თბილისელ მოჭადრაკეთა პირველი ტურნირი. 1923 წელს კი გაიხსნა საჭადრაკო კლუბი. 1926 წელს თბილისში მოეწყო მასობრივი ტურნირი, რომელშიც 600 კაცი მონაწილეობდა. იმავე წელს გამოვიდა პირველი საჭადრაკო წიგნი ქართულ ენაზე. 1928 წელს ჩატარდა საქართველოს ვაჟთა პირველი ჩემპიონატი. იმავე წელს თბილისში გაიმართა ამიერკავკასიის რესპუნლიკების პირველი ჩემპიონატიც. 1930 წელს თბილისში გაიმართა მატჩი ვიქტორ გოგლიძისა და მოსკოველ ოსტატ, ვლადიმერ ნენაროკოვის მატჩი. გოგლიძემ ეს მატჩი მოიგო (7-4) და პირველს ქართველთგან მიენიჭა სპორტის ოსტატის წოდება.

ვაჟებს არც ქალები ჩამორჩნენ. 1927 წელს გაიმართა თბილისის პირველი ჩემპიონატი, ხოლო 1935 წელს თბილისმა უკვე საქართველოს პირველ ჩემპიონტს უმასპინძლა. 50-ანი წლების დასაწყისში თბილისში გაიხსნა ბავშვთა საჭადრაკო სკოლა. პიონერთა და მოსწავლეთა სასახლეში არსებულმა ამ ჭადრაკის სამჭედლომ ბევრი ძლიერი მოჭადრაკე გამოიყვანა საჭადრაკო ასპარეზზე.

უკვე 1956 წელს ალაპარაკდნენ პატარა ზუგდიდელ გოგონაზე, ნონა გაფრინდაშვილზე. სულ რაღაც ექვს წელიწადში კი ნონამ მსოფლიოს ჩემპიონის გვირგვინიც დაიდგა თავზე.

ნონას გზას ბევრი მიყვა. ნანა ალესანდრიამაია ჩიბურდანიძენანა იოსელიანინინო გურიელი ცოტა ხანში დაუძეველ მეტოქეებად იქცნენ უცხოელი თუ საბჭოთა მოჭადრაკეებისათვის. წარმატებები გაგრძელდა დამოუკიდებლობის ხანაშიც. მოვიდა ახალი ნიჭიერი თობა. ამაზე მეტყველებს თჲნდაც ქალთა საჭადრაკო ოლიმპიდის ოთხჯერ მოგება.

ქალებზე ნაკლებად, მაგრამ მაინც სათანადო სიმაღლეზე იდგნენ ვაჟებიც. პირველი ქართველი დიდოსტატი ბუხუტი გურგენიძე, რომან ჯინჯიხაშვილი, რომელიც შემდგომ აშშ-ს ჩემპიონიც გახდა და ოლიმპიადაზე ამ გუნდის ნაკრებს ედგა სათვეში, თამაზ გიორგაძე, ელიზბარ უბილავა, ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე და ახალი თაობის მოჭადრაკეები, რომლებიც ღირსეულად ასპარეზობენ ნებისმიერი დონის საერთშორისო ტურნირებში.

საქვეყნოდ ცნობილი არიან ჩვენი საჭადრაკო კომპოზიტორები გია ნადარეიშვილი, იოსებ კრიხელი, დავით გურგენიძე და სხვები.

ჭადრაკი. სამაგიდო თამაში, რომელიც სპორტის, მეცნიერებისა და ხელოვნების ელემენტებს შეიცავს. ჭადრაკის სამშობლოდ მიჩნეულია ინდოეთი, სადაც ეს თამაში 2000 წელზე მეტი ხნის წინათ ჩაისახა. ჭადრაკის წინამორბედს ჩატურანგა ერქვა, რაც სანსკრიტზე ნიშნავს ოთხთა თამაშს ოთხი სახეობის ჯარით (საბრძოლო ეტლები, სპილოები, მხედრობა, ქვეითები). ჩატურანგას (იხ. დიაგრამა 1) თამაშობდა თითოეული მხრიდან ორ-ორი კაცი. სვლების რიგითობა კამათლის გდებით წყდებოდა. გამარჯვებისთვის საჭირო იყო მოწინააღმდეგის ყველა ფიგურის, მათ შორის მეფის განადგურება ან პატის ჩასმა, რაც ასევე მოგებად ითვლებოდა. ფიგურები ოთხი ფერისა იყო _ შავი, მწვანე, წითელი და ყვითელი. მეფე, ეტლი და მხედარი ისე მოძრაობდა, როგორც თანამედროვე ჭადრაკში. ინდოეთიდან თამაში ჯერ აღმოსავლეთ და ცენტრალურ აზიაში გავრცელდა, V-VI საუკუნეებში კი _ ირანშიც. 

ჭადრაკის განვითრებას და პოპულარობას დიდად შეუწყო ხელი ჭადრაკის პროპაგანდამ ბეჭდვითი სიტყვის მეშვეობით. თბილისში გამოდიოდა საჭადრაკო გაზეთი ,,მერანი’’. გამოდიოდა წიგნები ქართველ მოჭადრაკეებზე და მათ შემოქმედებაზე. განსაკუთრებით აქტიურობდა ამ მხრივ თამაზ გიორგაძე, რომლის კალამსაც ეკუთვნის მრავალი საინტერესო წიგნი ჭადრაკზე, დაწყებული ,,ჭადრაკის ანბანიდან’’ დამთვრებული მსოფლიოს პირველობების მატჩებით.


ნანახია: 2442 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 10.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels