საიტის მენიუ |
|
|
Block title |
|
|
მინი-ჩეთი |
|
|
მომღერალი თახვები |
|
|
popular musik |
|
|
იქსიკი და ნულიკი |
|
|
|
| | |
| მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ეგრისის ქედი
|
ეგრისის ქედიეგრისის ქედი, სამეგრელოს ქედი, ოდიშის ქედი — კავკასიონის სისტემის სამხრეთ კალთის გასწვრივი გვერდითი ქედი, მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი.მესტიის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, ლენტეხის და ცაგერის რაიონებში. სიგრძე 62 კმ, სიგანე 37 კმ. უმაღლესი წერტილია მწვერვალი ჭითაგვალა (3226 მ). 3000 მ-ზე მაღალი მწვერვალებია: ცალმაგი, ტეხურიშდუდი, ლაკუმურაშდუდი, დიდღალიდუდი, ოთეფურა, თხეიშიშდუდი და სხვა. ეგრისის ქედის უმეტესი ნაწილი აგებულია შუაიურული პორფირიტული წყებით, რომელიც ქმნის ქედის დაკბილულ თხემს, ქედის სამხრეთ პერიფერიულ ზოლში გავრცელებულია ცარცული კირქვები, რომლებითაც აგებულია კარსტული მასივები: წულიში, ყვირა, გაუჩა, მიგარია და ასხი. თხემზე შემორჩენილია პატარა მყინვარები და ძველი განყინვარების კვალი. ეგრისის ქედიდან სამხრეთისაკენ ჩამოედინება მდინარეები: მაგანა, ჭანისწყალი, ხობი, ტეხური, ჩრდილოეთისაკენ - თხეიში, კასლეთი და ხელედულას მარჯვენა შენაკადები. მაგანას სათავეებში, 2643 მ სიმაღლეზე, არის მყინვარული ტბა ტობავარჩხილი. სხვა ტბებიდან აღსანიშნავია ოხოჯა და დიდი ტობავარჩხილი. ეგრისის ქედის კალთები 1200 მ-მდე შემოსილია კოლხური ფართოფოთლიანი ტყეებით (მუხა, რცხილა, წაბლი, წიფელი). 2100 მ სიმაღლემდე წიწვიანებით (სოჭი, ნაძვი), უფრო ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია.
|
ნანახია: 906 |
დაამატა: ადმინისტრაცია
| რეიტინგი: 0.0/0 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
| | |
|
ძიება |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
videos ძიება |
|
|
კალენდარი |
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
ჩანაწერების არქივი |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 5 სტუმარი: 5 მომხმარებელი: 0 |
|
|