400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 2024-04-27, 1:40 AM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » აპრილი » 29 » ელვა
8:47 PM
ელვა

ელვა — გიგანტური ელექტრული განმუხტვა ატმოსფეროში, რომელსაც თან სდევს ქუხილი. ელვას წინ უსწრებს ღრუბლის დაელექტროება, სხვადასხვა ნიშნით დამუხტული ნაწილაკების განცალება და მნიშვნელოვანი მოცულობის მუხტების წარმოქმნა.

უარყოფითი მუხტი უპირატესად ღრუბლის ფუძის არეში გროვდება, დადებითი კი – ზემოთ, დედამიწის ზედაპირი ინდუქციით დადებითად იმუხტება. განარჩევენ წრფივ, ბრტყელსა და ბურთისებრ ელვებს.

ყველაზე უკეთ შესწავლილია წრფივი ელვა (განსაკუთრებით ღრუბელსა და დედამიწას შორის). ზონაში, სადაც ელექტრული ველის დაძაბულობა მიაღწევს კრიზისულ მნიშვნელობას, ჰაერის თავისუფალი ელექტრონები დიდი სიჩქარით მიისწრაფვის დედამიწისაკენ და ჰაერის ატომებთან შეჯახებით იწვევს დარტყმით იონიზაციას. ეს პროცესი ზვავისებურად ვრცელდება და წარმოიქმნება ელვის ლიდერი, რომელიც წარმოადგენს თერმოიონიზებულ მაღალ გამტარობის მქონე არხს. ლიდერის თავი დიდი სიჩქარით (5.107 მ/წმ) ვრცელდება დედამიწამდე და გაკვალულ არხში პირველ ლიდერს მიჰყვება მეორე და ხდება მეორე განმუხტვა.

განმუხტვის რიცხვა შეიძლება 50-ს მიაღწიოს, უფრო ხშირად კი 2-3-ია, დროის ინტერვალი 0,01 წმ არ აღემატება. პირველი ლიდერი უფრო ძლიერია და განშტოებული.

ბურთისებრი ელვა ძალზე იშვიათია, ნელა გადაადგილდება და დედამიწასთან შეხებისას ხშირად ფეთქდება. მისი ბუნება ნაკლებადაა გამოკვლეული.

ბრტყელი ელვა წარმოადგენს განმუხტვას, რომელიც მოიცავს ღრუბლის მნიშვნელოვან ნაწილს. ელვის დარტყმამ (მეხის დაცემა) შეიძლება გამოიწვიოს ნგრევა, ლითონის გადნობა, ხანძარი, ადამიანის მსხვერპლი.

ელვისგან დაცვა შესაძლებელია მეხსარიდით.

მიმაგრება: სურათი 1
ნანახია: 4672 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 10.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  აპრილი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels