400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 2024-04-20, 4:18 AM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » ჯუზეპე ვერდი
10:13 PM
ჯუზეპე ვერდი
ჯუზეპე ფორტუნინო ფრანჩესკო ვერდი (Giuseppe Fortunino Francesco Verdi) (10 ოქტომბერი1813 – 27 იანვარი1901) — იტალიელი კომპოზიტორი; მე-19 საუკუნის იტალიური ოპერის ყველაზე გავლენიანი ხელოვანი. მისი ნამუშევრები ხშირად  იდგმება მსოფლიოს ყველასაოპერო თეატრში. 



ჯუზეპე ვერდი (1876)

შემოქმედება [რედაქტირება]

პირველი ცდები კომპოზიციაში 1828 განეკუთვნება (უვერტიურები, მარშები სასულე ორკესტრისთვის, საფორტეპიანო პიესები). 1833 ვერდი ქალაქის სასულე ორკესტრის დირიჟორია, 1836 წელს ხელმძღვანელობს ფილარმონიულ საზ-ბას ბუსეტოში. 1839 მილანში დაიდგა ვერდის პირველი ოპერა "ობერტო, გრაფი ბონიფაჩო", რომელიც საზოგადოებამ თბილად მიიღო. 1840 ოპერა "მეფე ერთი საათით ანუ ცრუსტანისლავის" წარუმატებელი დადგმის შემდეგ ვერდიმ ზედიზედ დაწერა ორი ოპერა - "ნაბუკო" ("ნაბუქუდონოსორი", 1841, დაიდგა 1842) და "ლომბარდიელები ჯვაროსნულ ლაშქრობაში" (1842, დაიდგა 1843, ფრანგ. რედაქცია "იერუსალიმი", 1847). ჰეროიკულ-რევ. პათოსით გამსჭვალულ ოპერებს იტალიაში აღტაცებით შეხვდნენ, ხშირად ოპერის შემდეგ იმართებოდა პოლიტიკური მანიფესტაციები. 1842-49 ვერდიმ ცამეტი ოპერა დაწერა, მ.შ. "ერნანი" (1844), "ატილა" (1846), "მაკბეთი" (1847), "ლუიზა მილერი" (1849). ვერდის პატრიოტულმა განწყობილებებმა გამოხატულება ჰპოვა 1848 დაწერილ ჰიმნში "იჟღერე, საყვირო" (გ. მამელის ტექსტზე). ვერდის სახელი მოუხვეჭა 50-იან წლებში შექმნილმა ოპერებმა "რიგოლეტომ" (1851ვ. ჰიუგოსდრამის "ხელმწიფე ერთობა" - მიხედვით), "ტრუბადურმა" (1852, დაიდგა 1853), "ტრავიატამ" (1853, დიუმა შვილის დრამის -"ქალი კამელიებით" - მიხედვით). ამ ოპერებში რომანტიული ტენდენციები ადგილს უთმობს მკაფიო რეალიზმს, ღრმა ფსიქოლოგიზმს. კომპოზიტორის ყურადღების ცენტრშია უბრალო ადამიანების ბედი (ვიოლეტა, რიგოლეტო, აზუჩენა), სოციალური უთანასწორობა, წოდებრივი გადმონაშთები. ვერდის რეალისტური ხელოვნება ხშირად მახვილ, კრიტიკულ ხასიათს იძენს. ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ზრდასთან დაკავშირებით, 50-60-იან წლებში შქმნილ ოპერებში ვ. კვლავ ჰეროიკულ სიუჟეტებს მიმართავს, რომლებშიც გმირების პირადი ბედი მჭიდროდაა გადახლართული პოლიტიკურ მოვლენებთან ("სიცილიური მწუხრი", 1854, დაიდგა 1855) "სიმონ ბოკანერგა" (1857, მე-2 რედაქცია 1881); "ბალ-მასკარადი" (1859). 1862 პეტერბურგის მარინინის თეატრის დაკვეთით დაწერა ოპერა "ბედისწერის ძალა" (მე-2 რედაქცია 1869). ოპერის დაწერასთან დაკავშირებით ვ. ორჯერ ეწვია რუსეთს (18611862). 1866 პარიზის თეატრ "გრანდ ოპერასთვის" დაწერა ოპერა "დონ კარლოსი" (დაიდგა 1867, მე-2 რედაქცია იტალ. ლიბრეტოთი 1884). 1870 ვერდიმ დაწერა საოპერო ხელოვნების ერთ-ერთი მშვენიერი ოპერა "აიდა" (დაიდგა 1871, კაირო). ოპერაში აღმოსავლური ეგზოტიკა, თეატრალური ბრწყინვალება და პომპეზურობა შერწყმულია ღრმა ფსიქოლოგიზმთან და დრამატიზმთან. შემდგომ 15 წელიწადში ვერდის არ დაუწერია არც ერთი ოპერა. იტალიელი მწერლის ა. მანძონის ხსოვნის აღსანიშნავად შექმნა "რეკვიემი" (1874), რამდენიმე ვოკალური ნაწარმოები. რეალისტური ხელოვნების შედევრს და ფსიქოლოგიურ-მუსიკალური დრამის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს ოპერა "ოტელო" (1886, დაიდგა 1887). ვერდის უკანასკნელი ოპერა "ფალსტაფი" გონებამახვილური, კომიკური, იტალიური ოპერა-ბუფის ჟანრის ნაწარმოებია განახლებულ მუსიკალურ-დრამატულ საფუძველზე (უილიამ შექსპირის კომედიის "უინძირელი მხიარული ქალების" მიხედვით, 1892, დაიდგა 1893). მუსიკის ისტორიაში ვერდი შევიდა როგორც საოპერო ხელოვნების რეფორმატორი, უდიდესი კომპოზიტორ-რეალისტი. იდეურ-მხატვრულმა სიმდიდრემ, ჰუმანურობამ, იტალიურ ეროვნულ-დემოკრატიულ კულტურასთან კავშირმა განაპირობა ვერდის ოპერების პოპულარობა მთელს მსოფლიოში. იტალიურ ბელკანტოს პრინციპებზე დაყრდნობით, ვერდიმ თავისი ოპერების ვოკალური მელოდიკა გაამდიდრა დრამატიზმითა და ჰეროიკული ინტონაციებით. კომპოზიტორმა მნიშვნელოვნად შეცვალა ტრადიციული იტალიური ოპერის ხასიათი და სტრუქტურა. სასიმღერო არიისა და დეკლამაციური პრინციპების შერწყმით მან შექმნა თავისი "შერეული" ვოკალური სტილი, რომელიც საფუძვლად დაედო მონოლოგისა და დიალოგის თავისუფალ ფორმას ოპერაში. დრამატული განვითარების მნიშვნელოვან რგოლს ვერდისთან წარმოადგენს დიდი ვოკალური სცენები. ვერდის საუკეთესო ოპერებში მნიშვნელოვანი დრამატურგიული დატვირთვა ორკესტრს აწევს, თუმცა კომპოზიტორისთვის მთავარი მაინც ვოკალური საწყისის პრიორიტეტია. "ხმა და მელოდია ჩემთვის ყოველთვის ყველაზე მთავარი იქნება" , ამბობდა ვერდი. მან დაწერა 26 ოპერა (აქედან 6 ორი რედაქციით), კანტატები, მ.შ. "ერის ჰიმნი" (1862), სას. ნაწარმოებები "რეკვიემი" (1862), Te Deum (1869), Stabat Mater (1897), სიმებიანი კვარტეტი (1873), ვოკალური ანსამბლები, რომანსები, სიმღერები და სხვა.

ნანახია: 1253 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels