400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 2024-04-26, 7:59 AM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » მაისი » 19 » კახეთის სამთავრო
5:27 PM
კახეთის სამთავრო

კახეთის სამთავრო - ფეოდალური პოლიტიკური ერთეული საქართველოში, ჩამოყალიბდა VIII საუკუნის მე-2 ნახევარში. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით 787 წელს იგი გამოეყო ქართლის საერისმთავროს. კახეთის სამთავროს გამოყოფა გაპირობებული იყო ქართლის საერისმტავროს ეკონომიკური აღმავლობის შედეგად ფეოდალური ურთიერთობის შემდგომი გაღრმავებით და ამის ნიადაგზე სეპარატული ტენდენციების განვითარებით. ეს პროცესი, რომლის საწყისები ჯერ კიდევ VI საუკუნიდან შეიმჩნევა, VII-VIII საუკუნეებში მიმდინარეობდა არაბთა წინაღმდეგ ქართლის საერისმთავროს ბრძოლის პარალელურად და მასთან კავშირში. კერძოდ, ქართლის (პოლიტიკური მნიშვნელობით) ერთ-ერთ აღმოსავლეთ პროვინციაში, კახეთში, ამ ბრძოლას თაოსნობდა წანართა ტომი, რომელიც ამ დროისათვის კახეთში პოლიტიკური ჰეგემონის როლს ტამაშობდა. სწორედ წანარ წარჩინებულთა ირგვლივ გაერთიანდნენ კახეთის სხვადასხვა თემები და შესაძლებელია ამ წარჩინებულთა წარმომადგენელი იყო კახეთის მთავარი გრიგოლიც.


კახეთის სამთავროს ჩამოყალიბება ტერიტორიის ექსპანსიით აღინიშნა, როგორც დასავლეთით, ქართლისაკენ (სადაც საზღვარი IX საუკუნის დასაწყისში აშოტ კურაპალატთან ბრძოლის შედეგად მდ. ქსანზე დაიდო), ისე აღმოსავლეთით, ჰერეთისაკენ (რომელტანაც მიჯნა დაახლოებით ყვარელ-გურჯაანის ხაზზე გადიოდა, ალაზნის ველზე და გარეჯის უდაბნოს აღმოსავლეთით, ივრის ზეგანზე). ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა (ზოგან საზღვარი ქედს გადაღმაც გადიოდა), ისე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი (ძურძუკ-ღლიღვები) კახეთის სამთავროს ფარგლებში შევიდა. კახეთის სამთავრო სამხრეთითაც გაფართოვდა და ძველი ქართული პროვინცია გარდანბანი X საუკუნის შუა წლებამდე მის შემადგენლობაში ითვლებოდა. VIII-IX საუკუნეებში კახეთის სამთავროს ცენტრი უჯარმა იყო, X საუკუნეში - ბოჭორმა, შემდეგ თიანეთი.

კახეთის მთავარი ქორეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა. ვარაუდობენ, რომ IX საუკუნის დასაწყისში სამთავროში გადატრიალება მოხდა და ტახტს გარდაბნელთა დინასტიის წარმომადგენლები დაეუფლნენ. საუკუნის ბოლოს გარდაბნელები არევმანელებმა შეცვალეს. შინაგან მმართველობას მთავრები ერისთავების საშუალებით ახორციელებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი ასახელებს კახეთის 3 დიდმოხელეს: რუსთავის, კვეტერის და პანკისის ერისთავებს. კახელ მთავართა საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში მიმართული იყო არაბთა ცენტრალური ხელისუფლების ადგილობრივი წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.

840-841 წლებში სოფ. გავაზთან კახელებმა დაამარცხა არაბი სარდლის ხალიდ იაზიდის ძის ლაშქარი. ხალიფის წარმომადგენლებთან ბრძოლაში კახელები უკავშირდებოდნენ თბილისის ამირებს, რომლებიც აგრეთვე ებრძოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. მაგ., ბუღა თურქის დამარბეველი ლაშქრობისას (853) კახელები თბილისის ამირას მომხრედ გამოვიდნენ, 941 ებრძოდნენ არაბ სარდალს აბუ ლ-კასიმს. გარდა ამისა, კახეთის მთავრები აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში - იბრძოდნენ ჰერეთის სამეფოს შემოერთებისათვის "აფხაზთა" მეფესთან ერთად. ასევე შიდა ქართლის დაუფლებისათვის. 959 წელს კახეთის მთავარმა კვირიკე III-მ შეიერთა ჰერეთის სამეფო და დედაქალაქი თელავში გადაიტანა. კახეთის მთავრები დონაურთა საგვარეულოდან იყვნენ და ქორეპისკოპოსების (ქორიკოზების), ხოლო 1014 წლიდან კახეთ-ჰერეთის მეფის ტიტულს ატარებდნენ. ასე წარმოიქმნა კახეთის სამეფო.

ნანახია: 776 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels