400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 2024-04-26, 9:27 AM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 14 » კალათბურთი
8:51 AM
კალათბურთი

ალათბურთი გუნდური სპორტის სახეობა, რომელშიც ორი გუნდი თითოეულში ხუთი მოთამაშით ცდილობს ქულები მოაგროვოს მოწინააღმდეგის კალათში ბურთის მოხვედრით ორგანიზებული წესების მიხედვით.

სექციების სია

  [ჩვენება

ისტორია [რედაქტირება]

1891 წელს სპრინგფილდის (მასაჩუსეტსი, აშშ) კოლეჯის ანატომიის მასწავლებელმა ჯეიმს ნეისმიტმა დაამუშავა პირველი წესები და 1891წლის დეკემბერს პირველი მატჩიც მოაწყო. მალე ახალი თამაში მთელმა ამერიკამ აღიარა, მოგვიანებით კი დანარჩენმა მსოფლიომაც გაიცნო.

მოედანი, ბურთი, წესები [რედაქტირება]

კალათბურთის ბურთი

კალათბურთის სათამაშოდ იყენებენ მოედანს, რომლის ზომაა 28X15. პირითი ხაზების შუა ადგილას სპეციალურ დგარებში დაყენებულია ფარები, რომლებზეც დამაგრებულია ლითონის რგოლებზე დაკიდებული უძირო ბადეები(კალათები). მანძილი იატაკსა და კალათს შორის 305 სმ-ია, თვითონ ფარის ზომებია 180X105 სმ ან 120X80 სმ, ასევე არსებობს ქუჩის კალათბურთის ფარი და სამოყვარულო კალათბურთის ფარი რომლის ზომებიც განსხვავებულია. კალათის დიამეტრი 45 სმ-ია. ფარის წინ 625-ანი რადიუსით შემოსაზღვრულია 3-ქულიანი ტყორცნის არე და საჯარიმო ზონა. კალათბურთს თამაშობენ ტყავის , სინთეტიკური ტყავის ან სხვა სინთეტიკური მასალისაგან დამზადებული ბურთით. რომლის გარშემოწირულობა 74,5-78 სმ-ა, ხოლო მასა - 567-650 გრამი.

მოთამაშეთა რაოდენობა ყოველ გუნდში 5-5 კაცით განისაზღვრება. თამაშის დროს ჩაგდებული ბურთისათვის გუნდს ერიცხება 2 ან 3 ქულა, ყოველი რეალიზებული საჯარიმო ტყორცნისათვის 1 ქულა, გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს. შეხვდერა შედგება ოთხი 10 წუთიანი (სუფთა დრო)ტაიმისაგან. ტაიმებს შორის შესვენება 2 წუთია. გამონაკლისია შესვენება მეორე და მესამე ტაიმებს შორის, რომელიც 15 წუთი გრელდება. მატჩის ფრედ დამთვრების შემთხვევაში ინიშნება დამატებითი 5 წუთიანი ტაიმი (ან ტაიმები), გამარჯვებულის გამოვლენამდე. დაშვებულია ნებისმიერი რაოდენობის შეცვლები. ყველა შეცვლილ მოთმაშეს უფლება აქვს დაბრუნდეს მოედანზე.

კალათბურთს ხელით თამაშობენ. დაშვებულია ბურთის ხელით ტარება, გადაცემა და ტყორცნა, როგორც ცალი, ასევე ორი ხელით. არ შეიძლება სამ ნაბიჯზე მეტის გადადგმა ბურთიანად, ბურთიანად ახტომა და დახტომა, მეტოქის საჯარიმო ზონაში სამ წამზე მეტხანს ყოფნა. გუნდს ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანისათვის ეძლევა 8, ხოლო შეტევისათვის - 24 წამი, რომლის გასვლის შემდეგ ბურთი მეტოქეს გადაეცემა. მწვრთნელს უფლება აქვს თითოეულ ტაიმში აიღოს ერთი წუთშესვენება (მეოთხეში - ორი). მოთამაშე ჯარიმდება ყველა ამ წესის დარღვევისათვის, აგრეთვე ბლოკირებისათვის და უხეში თამაშისათვის. მოთმაშე ჯარიმდება როგორც ჩვეულებრივი ჯარიმით, ასევე პერსონალური შენიშვნით. 5 პერსონალური შენიშვნის მიღბის შემთხვევაში მოთმაშე ტოვებს მოედანს. ოთხი გუნდური შენიშვნის შემდეგ ყოველი ჯარიმა სრულდება საჯარიმო ტყორცნებით. ჩაგდებული საჯარიმო იძლევა 1 ქულას. თამაშის მსვლელობისას 2-ქულიან ზონიდან ჩაგდებული ბურთი ფასდევა 2, ხოლო 3-ქულიან ზონიდან ჩაგდებული - სამ ქულად.

საერთაშორისო ფედერაცია [რედაქტირება]

კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (Federation Internationale de Basketball - FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუძნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა,იტალიალატვიაპორტუგალიარუმინეთისაბერძნეთიშვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟმად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (კონტინენტალურ) კომისიას.

მნიშვნელოვანი ტურნირები [რედაქტირება]

კალათბურთში, ისევე როგორც სპორტის ბევრ სხვა სახეობაში უმთავრესი ტურნირია ოლიმპიური თამაშების პროგრამით გათვალისწინებული კალათბურთელთა ტურნირი, რომელსაცკალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან ერთად ატარებს. ასევე უმნიშვნელოვანესი ტურნირია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა შორის.

გარდა ამისა ზონალური (კონტინენტალური) კომისიები ატარებენ თავიანთი კონტინენტების ჩემპიონატებს და საკლუბო ტურნირებს.

მეტად პოპულარულია ტურნირი, რომელსაც ატარებს ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია - NBA, რომელიც საკლუბო დონეზე იმართება ამერიკულ და კანადურ კლუბებს შორის.

ნანახია: 2539 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 10.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels