400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 2024-04-19, 6:51 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » მაისი » 19 » კავკასიონის მთა
5:25 PM
კავკასიონის მთა
კავკასიონი — კავკასიის ყელის ირიბად გადამღობი თითქმის სწორხაზოვანი მთაგრეხილი (მთიანი სისტემა), რომელიც თავისი ბოლოებით — ტამანისა და აფშერონის ნახევარკუნძულებშია შეჭრილი, ერთი მხრივ, აზოვისა და შავ ზღვას შორის, მეორე მხრივ, კასპიის ზღვის შუა და სამხრეთ ნაწილებს შორის. შედის საქართველოს და აზერბაიჯანისრუსეთის (კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებისა და ადიღესყაბარდო-ბალყარეთისყარაჩაი-ჩერქეზეთისჩრდილოეთ ოსეთისჩეჩნეთისინგუშეთისდა დაღესტნის რესპუბლიკების) ტერიტორიაში. კავკასიონი, როგორც მთათა სისტემა, ორ ნაწილად იყოფა: დიდი კავკასიონი დამცირე კავკასიონი.

ეტიმოლოგია [რედაქტირება]

სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან „kaukasos", რომელსაც თავის მხრივ სავარაუდოდ ძველირანული („kapkah" — დიდი მთა) ან ხეთური („kazkaz" — ტომის სახელია) წარმოშობა აქვს. არსებობს აგრეთვე ბევრი სხვა ახსნა ტერმინისა, ძირითადად ადგილობრივ ენებზე. ვახუშტი ბაგრატიონი უწოდებდა „კავკასს", „კავკასიას". კავკასიონი ეწოდა XX საუკუნეში.

რელიეფი

კავკასიონის ოროგრაფიულ ღერძს წარმოადგენს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი, რომელიც უწყვეტად ვრცელდება სისტემის ერთი ბოლოდან მეორემდე. ამ ქედის თხემით კავკასია იყოფა ჩრდილოეთ და სამხრეთ მაკროფერდობებად, რომელთაგან პირველი შედის მდინარეების ყუბანის, თერგის, სულაკისა და სამურის აუზებში, მეორე — ბზიფისკოდორის,ენგურისრიონისმტკვრისა და მთელ რიგ მცირე მდინარეთა აუზებში. ორივე ფერდობი გართულებულია მეორე თანრიგის ქედებითა და ხეობებით, რომლებიც ღერძულ ზონაში ქმნიან მაღალმთიან, ხოლო პერიფერიულ ზონებში — საშუალმთიან რელიეფს. ჩრდილოეთ ფერდობის გასწვრივი ქედების: გვერდითი, კლდოვანი ანუ კირქვიანი, საძოვრებიანი და ტყიანი, რომლებიც მთავარი ქედის პარალელურია, აგრეთვე შავანის, კიდეგანისხევსურეთისანდის, ბოღოზის გარდიგარდმო ქედები; სამხრული კალთის — გაგრისბზიფისკოდორისსვანეთისეგრისისლეჩხუმისა და რაჭის გასწვრივი; ლიხისხარულის,ალევისქართლისა და კახეთის გარდიგარდმო ქედები. კავკასიონის ოროგრაფიულ სიმეტრიას არღვევს ჩრდილოეთი ფერდობი, რომელიც განიერია კახეთ-დაღესტნის არეში. კავკასიონის მრავალი მწვერვალი მოდელირებულია ძველი ეროზიის, მყინვარული და პერიგლაციალური პროცესების მოქმედებით.

კავკასინზე გავრცელებულია ნაირგვარი გენეზისის რელიეფის ტიპები და ფორმები, ძირითადია: ეროზიული რელიეფი ნაირ-ნაირი მორფოსტრუქტურების საფუძველზე, რომელიც გართულებულია ვულკანური, მყინვარული, პერიგლაციალური, კარსტული და სხვა გენეზისის ფორმებით. არის ეროზიულ რელიეფზე დადგმული ვულკანური პლატოები, კონუსები, ღარები. პელიგლაციალურ ფორმათა განვითარების მთავარ კერას წარმოადგენს ყელის ზეგანი. კარსტულ ფორმებს — პოლიეებს, ქვაბულებს, ძაბრებს, მღვიმეებს, შრატულ ზედაპირებს დიდი ფართობი უკავია დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე და ჩრდილოეთ ფერდობზე — ყარაჩაიდან დაღესტნამდე. კავკასიონის ბევრ რეგიონში წარმოქმნილია მინერალური წყაროების მიერ დალექილი ტრავერტინის დანაგროვები (თრუსოსამხრეთი ოსეთიჯვრის უღელტეხილი). დაღესტანში და სხვაგან არის ხელოვნური ტერასები.

გეოლოგიური აგებულება [რედაქტირება]

კავკასიონის მეგანტიკლინორიუმი ძირითადად აგებულია მეზოზოური ნალექი ქანებით. მათგან უმეტესი ფართობი იურულ ტერიგენულ წყებებს უჭირავს (შუაიურულში ფართოდაა გავრცელებული ვულკანოგენური პორფირიტული წყება, ხოლო ზედაიურულში — კარბონატული ფაციესი). ცარცული ნალექები, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კარბონატული ფაციესისაა, უმთავრესად კავკასიონის ნაწილებსა და ბოლოებშია გავრცელებული. მეზოზოურის გარდა, ცენტრალურ კავკასიონზე (მდინარე ბელაიის სათავეებიდან მამისონის უღელტეხზილამდე) გაშიშვლებულია პალეოზოურ-პროტეროზოური კრისტალური ქანები (გრანიტოიდები, გნაისები, მეტამორფული ფიქლები), რომლებითაც აგებულია კავკასიონის ღეძული ზოლი და უმაღლესი მასივები. მთიანეთის შიგნით მდებარე ზოგიერთ ქვაბულში (შეფარდებითი დაძირვის არეებში) განვითარებულია პალეოგენური და ქვედანეოგენური ნალექი ქანები, იალბუზისა და ხევ-მთიულეთის რეგიონები, აგრეთვე მდინარეების რიონისა და არაგვის აუზთა ნაწილები გამოირჩევა ზედაპლიოცენურ-პლეისტოცენური და ჰოლოცენური ეფუზივების გავრცელებით. პლეისტოცენ-ჰოლოცენური ნაფენები არის მაღალმთიან ზოლში მორენების (რომლებიც აფხაზეთ-სვანეთის ზოგიერთ ხეობაში ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლემდე და უფრო დაბლაც ჩამოდიან), ქვაბულების ფსკერისა და ტერასების ალუვიონის, ფრაგმენტულად განვითარებული ტბიური ნალექების, კარსტული მღვიმეების (მაგ., კუდაროსა და წონის) ბუნებრივი და კულტურილი ნაფენებისა და პერიგლაციალური რელიქტური ლოდნარების და სხვა სახით. კავკასიონი რთული ტექტონიკურიაგებულებისაა. მის სტრუქტურაში მონაწილეობენ სხვადასხვა ფორმის ნაოჭები, რღვევები, ნასხლეტშეცოცებანიუ. ამ უკანასკნელებთან დაკავშირებულია მინერალური წყლის მრავალი (განსაკუთრებით ხევში, სამხრეთ ოსეთში, ზემო რაჭასა და სვანეთში).

ჰავა [რედაქტირება]

კავკასიონის ჰავა ცვალებადობს როგორც სიმაღლებრივი, ისე ჰორიზონტალური მიმართულებით. აბსოლუტური სიმაღლის ზრდასთან ერთად ტემპერატურა კლებულობს (საშუალო წლიური ტემპერატურა სოხუმში უდრის 15 °C, გუდაურში 2200 მ სიმაღლეზე 2,1 °C, ყაზბეგის მაღალმთიურ სადგურზე 3700 მ სიმაღლეზე — 6,1 °C). განსაზღვრულ სიმაღლემდე (2500—3000 მ-მდე) მატულობს ნალექიანობაც. კავკასიონის დასავლეთი ნაწილი გამოირჩევა უხვი ნალექებით (გაგრის ქედზე 2300 მმ, აჟარაში — 1800 მმ). ზღვისაკენ მიპყრობილი ფერდობების ზოგიერთ ნაწილში ნალექები წელიწადში 3000-4000 მმ უნდა აღწევდეს. აღმოსავლეთისკენ იგი კლებულობს და საქართველოს სამხედრო გზატკეცილის აღმოსავლეთით თითქმის არსად აღემატება 1800 მმ. კავკასიონის სამხრეთი ფერდობი უფრო ნალექიანია, ვიდრე ჩრდილოეთი ფერდობი. სიმაღლესთან ერთად მატულობს თოვლის საფრის ხანგრძლივობა (დაბა ყაზბეგში — 104 დღე, თუშეთის ომალოში — 121 დღე, მესტიაში — 134 დღე, ლებარდეში — 1964, მაღალმთიურ ყაზბეგში — 277 დღე). თოვლის საფრის სისქე მაღალ ადგილებში რამდენიმე მეტრს აღწევს (ლებარდეშა — 5 მ; აჩიშხოს მთაზე — 7 მ). ზვავიანობა ახასიათებს ყველა მაღალმთიან და ბევრ საშუალომთიან რაიონს.

შიგა წყლები [რედაქტირება]

კავკასიონზე მდინარეული ჩამონადენი მაღალია. მაღალმთიანი ზოლის დასავლეთი ნაწილის სამხრეთ ფერდობზე (აღმოსავლეთ აფხაზეთში, დასავლეთ სვანეთში და მთიან სამეგრელოში) ჩამონადენის მოდული 80—100 ლ/წმ უდრის ერთ კმ2-იდან. ჩრდილოეთ ფერდებზე და აღმოსავლეთ ნაწილში იგი ეცემა 30—40 ლ/წმ-მდე და მხოლოდ კახეთში აღწევს 70 ლ/წმ. მაღალმთიანი ზოლის მდინარეები — ენგურირიონიკოდორითერგიყუბანი საზრდოობენ მნიშვნელოვანწილად მყინვარებით. მაქსიმალური ხარჯი მათ ზაფხულობით აქვთ. დანარჩენი მდინარეებს წყალდიდობა გაზაფხულზე აქვთ. კავკასიონზე არის მყინვარული (თებერდატობავარჩხილიადუედა აძიჟიყვარაში), კარსტული (ცერიქოლიერწო), ნგრევით შეგუბებული (რიწაამტყელიქვედი), ვულკანური (ყელის ზეგნის ტბები) და სხვა გენეზისის ტბები.

კავკასიის კირქვულ რაიონებში ბევრია მიწისქვეშა მდინარე (ამტყელითურჩუ-ტობაშაორი-შარეულაბუჯახეორი), უზარმაზარდებიტიანი წყაროები ანუ ვოკლუზები (წაჩხური,რეჩხიმჭიშთაილორი და სხვა). მთიანეთი მდიდარია მინერალური წყაროებით, რომელთა უმრავლესობა მიეკუთვნება ცივი ნახშირმჟავო (თორღვას აბანოშატილი) და ცივი უნახშირმჟავო (რაჭა-ლეჩხუმშიაფხაზეთში და სხვა) წყლების გამოსავლებიც.

ლანდშაფტები [რედაქტირება]

კავკასიონის ლანდშაფტები ერთმანეთს ცვლის უმთავრესად ვერტიკალური მიმართულებით და ქმნის კლაკნილსა და გრძელ ვიწრო ზონებს (სარტყლებს). გარდა ამისა, ლანდშაფტები ცვალებადობს ზღვისგან დაშორების, ფერდობთა ექსპოზიციისა და სხვა პირობების მიხედვით. ლანდშაფტური ზონების სისტემის შედგენილობა კავკასიონის სხვადასხვა ნაწილში სხვდასხვაა. გავრცელებულია აგრეთვე აზონალური (მაგ., ვულკანური, კარსტული) ლანდშაფტები. ქვევიდან ზევით გამოხატულია შემდეგი ლანდშაფტი: კოლხური ტიპის შერეული ფოთლოვანი (მუხა, რცხილა, წაბლი) ტყე, მარადმწვანე ქვეტყით (შქერი, წყავი, ბმზა, ჭყორი) და ლიანებით; წიფლნარი; ნაძვნარ-სოჭნარი; მთის მდელოები; სუბნივალური ჭიუხებისა და ღორღნალ-ლოდნარების ლანდშაფტი; ნივალური (ჭიუხ-მყინვაროვანი), მდინარეების ლიახვისა და ბაქსანის აღმოსავლეთით მუქწიწვიანი ტყე ცალკეული რელიქტური ფრაგმენტების სახით გვხვდება (ნარი — ჩრდილოეთ ოსეთში, კაწალხევი — ფშავში), ტყის ზედა სარტყელში კავკასიონის სამხრეთ კალთებზე ბატონობს წიფლნარი, ხოლო ჩრდილოეთისაზე — ფიჭვნარი და ფიჭვნარ-არყნარი. კახეთის ტყეებში შემორჩენილია სურო, წყავი, ჭყირი. არის ურთხლისა და ძელქვის რელიქტური კორომებიც (ბაწარის ხეობა, სოფ. ბაბანეურის მიდამოები). აზერბაიჯანსა და დაღესტანში კავკასიონის ქვედა ზონა ქსეროფიტულ ბუჩქნარს, ტყესყეპსა და სტეპს უჭირავს. სტეპები ფაღესტნის შიდა ნაწილში დიდ სიმაღლეებზეც გვხვდება. ლანდშაფტური ზონების საზღვრები აღმოსავლეთისკენ მაღლდება და ისეთ დონეებზე, რომლებზეც აფხაზეთში ჭიუხ-მყინვაროვანი ლანდშაფტი მეფობს, თუშეთსა და აზერბაიჯან-დაღესტანში ალპური მდელოებია გადაშლილი, ზოლო კოლხეთის ტყის დონეზე იქ სტეპია. აზონალური ლანდშაფტები განვითარებულია ყელის ვულკანურ ზეგანზე. თავისებური პერიგლაციალურ-კარსტული ლანდშაფტია არაბიკის მასივის ალპურ ზონაში, სადაც ძაბრებთან ერთად მუდმივი თოვლყინულის შემცვლელი მღვიმეები და შახტებიც გვხვდება.

დიდი კავკასიონი [რედაქტირება]

Searchtool-80%.pngმთავარი სტატია : დიდი კავკასიონი.

დიდი კავკასიონი — მთიანი მხარე, რეგიონს ორ ნაწილად ჰყოფს: ჩრდილოეთი კავკასია და სამხრეთი კავკასია. მისი სიგრძეა 1100 კმ, სიგანე — 180 კმ. მისი ღერძი არის კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი და კავკასიონის გვერდითი ქედი, რომელთაც მთელ სიგრძეზე გასდევს 4000-5000 მ სიმაღლის განივი და გრძივი ქედები. დიდი კავკასიონის სისტემის ყველაზე მაღალი მთაა იალბუზი, რომლის სიმაღლეა 5642 მ. ამ მაჩვენებლით იგი ითვლება ევროპის უმაღლეს მწვერვალად და უსწრებს ცნობილ მონბლანს. დიდი კავკასიონი 3 ნაწილად იყოფა:

დიდი კავკასიონი ითვლება ევროპისა და აზიის ბუნებრივ საზღვრად..   

კავკასიონის რელიფი
კავკასიონის ხედი სვანეთშისაქართველო.

ნანახია: 963 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels