400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ოთხშაბათი, 2024-04-24, 0:11 AM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » კოდორის ქედი
10:27 PM
კოდორის ქედი

კოდორის ქედიქედი ოჩამჩირის მუნიციპალიტეტშიაფხაზეთის კავკასიონის სამხრეთი ტოტი, რომელიც მდინარე კოდორის აუზს გამოჰყოფს მდინარეების ენგურისღალიძგის,მოქვისა და სხვა აუზებისაგან. შედგება ორი მონაკვეთისაგან, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება ხოჯალის მთის მასივში. ერთი მონაკვეთი კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედიდან ხოჯალის მთამდე სამხრეთ-დასავლეთისკენ, 30 კმ სიგრძისაა და დაგვირგვინებულია მოგუაშირხის მწვერვალით. მის შუა ნაწილში, მდინარეების საკენისა და ნენსკრისწყალგამყოფზე მდებარეობს ხიდას უღელტეხილი. კოდორის ქედის ამ მონაკვეთს სვანეთ-აფხაზეთის ქედი ეწოდება. მეორე ნაწილი ხოჯალის მთიდან მდინარე კოდორის ქვემო დინებამდე განედურადაა გაწოლილი 51 კმ სიგრძეზე და ცნობილია ფანავის ქედის სახელით.

კოდორის ქედი აგებულია პალეოზოური კრისტალური კომპლექსით, ქვედაიურული ფიქლებით, ბაიოსის პორფირიტული წყებითა და ცარცული კირქვებით. ქედის დასაწყისში მტინვარებია. შემოსილია მდელოებითა და წიწვიანი ტყით, რომელიც მთავარი ქედიდან ხიდის უღელტეხილამდე ვრცელდება. გარდა ამისა, წიწვიანები ქმნიან განცალკევებულ „კუნძულს" ხოჯალის მასივზე. ამ უკანასკნელის დასავლეთით ისპობა ჯერ ნივალური ზონა, შემდეგ ალპური. ფანავის ქედის დასავლეთი ნახევარი მთლიანად ტყიან ზონაშია მოქცეული. კოდორის ქედის სამხრეთ შტოებზე მდებარეობს ტყვარჩელის ქვანახშირის საბადო.

ნანახია: 952 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels