მეხიკო-სიტი (ესპ. Ciudad de México) – მექსიკის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. „Distrito Federal" ხშირად შემოკლებით მოიხსენიება, როგორც „D.F."; მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, მეგაპოლისთა კლასში. მდებარეობს მეხიკოს ხეობაში, მექსიკის ცენტრის მაღალ პლატოზე, დაახლოებით 2 240 მეტრზე ზღვის დონიდან, თითქმის ყოველი მხრიდან გარშემორტყმულია 4 000—5 000 მ. სიმაღლის ვულკანური მთებით. მეხიკო-სიტი, როგორც მუნიციპალიტეტი დაფუძნდა 1521 წელს ჰერნან კორტესის მიერ ამჟამად დამშრალი ტბის, ტესკოკოს და მასზე მდებარე ტენოჩტიტლანის ნანგრევებზე, რომელიც აცტეკთა იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა და მისი ნაკლებად ცნობილი დობილი ქალაქის, ტლატელოლკოს შუაში. მუნიციპალიტეტი 1928 წელს გაუქმდა და სახელი „მეხიკო-სიტი" ამჟამდ ორ რამეზე მიუთითებს: ოფიციალურად Ciudad de México გამოიყენება მეხიკოს ფედერალური ოლქის (Distrito Federal) მიერ. ფედერალური ოლქი მეხიკოს დედაქალაქის ფუნქციას ასრულებს და მას მეხიკოს ფედერალური მთავრობა მართავს. ეს ოლქი მეხიკო-სიტის ისტორიულ ცენტრს მოიცავს, თუმცა ის გაცილებით დიდია ვიდრე 1928 წელს გაუქმებული ისტორიული მუნიციპალიტეტი იყო. მეხიკო-სიტის ურბანიზებული ნაწილი მოიცავს ოლქის მხოლოდ ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთი დაბის ტიპისაა და მთაგორიანი რელიეფიაქვს.ქალაქი მეხიკო Ciudad de México დროშა | გერბი | | |
|