400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
სამშაბათი, 2024-04-23, 9:19 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » მიწისძვრა
6:33 PM
მიწისძვრა
მიწისძვრა — ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია, ხშირად შეუმჩნეველია ადამიანებისათვის და არანაირ ზიანს არ იწვევს. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი. მიწისძვრის სიძლიერე რიხტერის შკალით იზომება. მიწისძვრა ძირითადად, ტექტონიკური პროცესებით არის გამოწვეული. მიწისძვრის კერა დედამიწის წიაღის იმ უბანს წარმოადგენს, სადაც ქანებში დიდი ხნის განმავლობაში დაგროვილი ენერგიის განტვირთვა ხდება. მიწისძვრის სიძლიერე მაგნიტუდით(ტალღების საერთო ენერგიით)და ბალებით ფასდება. ბალის სიდიდე კერის სიღრმესა და მაგნიტუდაზეა დამოკიდებული. დედამიწაზე ორი ძირითადი სეისმური სარტყელია ცნობილი: ალპურ-ჰიმალაური და წყნაროკეანური. საქართველოს ტერიტორია, როგორც კავკასიის სეისმური რეგიონის განუყოფელი ნაწილი, ალპურ-ჰიმალაურ სეისმოაქტიურ სარტყელს მიეკუთვნება. ჩვენი ქვეყნის ტერიტორია მოსალოდნელი მიწისძვრების სიძლიერით და თამდევი უარყოფითი შედეგებით, ერთ-ერთი ურთულესი რეგიონია და 7-9 ბალიანი მიწისძვრების რისკის ზონაშია მოქცეული. მიწისძვრას ხშირად თან სდევს მის მიერ პროვოცირებული სხვა სიქიური მოვლენები: ცუნამიმეწყერიზვავებიღვარცოფიხანძარი და სხვა.

ეს საინტერესოა [რედაქტირება]

  • 1988 წლის 7 დეკემბერს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთში, სპიტაკში, 10 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის შედეგად მთლიანად დაინგრა ქალაქი სპიტაკი, 58 სოფელი ნაწილობრივ ქალაქები - ლენინაკანისტეპანაკანიკიროვაკანი და 300-ზე მეტი დასახლებული პუნქტი. დაიღუპა, დაახლოებით, 25 ათასი კაცი, ხოლო 514 ათასი ადამინაი უსახლკაროდ დარჩა. მიწისძვრამ სომხეთის ტერიტორიის თითქმის 40% მოიცვა. მოსალოდნელი ავარიის რისკის გამო შეჩერდა სომხეთის ატომური ელექტროსადგურის მუშაობა.
  • 1991 წლის 29 აპრილს საქართველოში მომხდარი მიწისძვრის ეპიცენტრი საჩხერესთან ახლოს მდებარეობდა. მიწისძვრის სიმძლავრე 9 ბალი იყო. სოფელი ხახიეთი(მიწისძვრის ეპიცენტრი) მთლიანად განადგურდა. აქ მძლავრი ქვათაცვენა აღინიშნა, რამაც ზოგან მდინარეები გადაკეტა და ხელოვნური ტბები წარმოშვა. მიწისძვრის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები საჩხერის, ონისა და ამბროლაურის რაიონებში, დაზარალდა ზემო იმერეთისა და რაჭის სოფლები. მსხვერპლის რაოდენობა დიდი არ იყო, რადგან მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტებით მოშორებით მდებარეობდა. ამასთან, მიწისძვრის დროს ადამიანთა უმრავლესობა სამუშაოდ იყო წასული და სახლებში არ იმყოფებოდნენ.
  • მიყენებული მატერიარული ზარალისა და ადამინთა მსხვერპლის რაოდენობის მიხედვით მიწისძვრა ყველაზე მასშტაბული დამანგრეველი სტიქიაა. მიწისძვრებისაგან მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 10 ათასი ადამიანი იღუპება. დედამიწაზე წელიწადში საშუალოდ ერთი კატასტროფული და 100 დამანგრეველი მიწისძვრა ხდება.
  • საქართველოში მიწისძვრების მაღალი აქტიურობით ჯავახეთის ვულკანური მთიანეთი და კავკასიონი გამოირჩევა
    გლობალური მიწისძვრების ეპიცენტრები 1963-1998 წლების მონაცემებით
    დედამიწის ფილების მოძრაობა
ნანახია: 734 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels