400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 2024-04-25, 1:40 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » მყინვარწვერი
10:34 PM
მყინვარწვერი
მყინვარწვერი
Mkinvarcveri.jpg
კოორდინატები42°42′00″ ჩ. გ. 44°31′00″ ა. გ.
სიმაღლე

5,047 მ.

მდებარეობა

საქართველო

ქედი

კავკასიონი

ტიპი

სტრატოვულკანი (მძინარე)

ასაკი

უცნობი

ბოლო ამოფრქვევა

დაახ. ძვ.წ. 750

პირველი ასვლა

1868, ფრეშფილდი, მური და ტაკერი

უმარტივესი მარშრუტი

თოვლი/ყინულით სვლა

მყინვარწვერი მდებარეობა საქართველო

მყინვარწვერი, იგივე მწვერვალი ყაზბეგი — მწვერვალი საქართველოშიყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ხოხის ქედზე. სიმაღლე 5047 მ, წარმოშობა ვულკანური, აღმართულია საქართველოს სამხედრო გზის გვერდით. მის ფერდობებზე სუბალპური მდელოებია, ზემოთ – მარადიული თოვლი. აქედან ეშვება მყინვარები: სუათისიმნაორწვერიდევდარაკი და სხვა, რომელთა საერთო ფართობია 135 კვ. კმ. ერთ-ერთი მყინვარიდან სათავეს იღებს მდინარე თერგი. მთას აქვს ორმაგი კონუსის ფორმა, რომლის ძირი 1770 მ-ზეა.

მყინვარწვერი ალპინიზმისა და ტურიზმის რაიონია. მასზე პირველი ასვლა განახორციელეს ინგლისელებმა დუგლას ფრეშფილდმა, ადოლფ მურმა და ჩარლზ ტაკერმა 1868 წელს. მყინვარწვერის კალთაზე, გერგეტის მყინვარის მხრიდან 3680 მ სიმაღლეზე მდებარეობს მეტეოროლოგიური სადგური, რომლის ნაწილი ალპინისტთა თავშესაფრად არის მოწყობილი.

იოანე ბატონიშვილი, თავის ენციკლოპედიურ თხზულება კალმასობაში („ხუმარსწავლი" 1813-1830) (გვ. 541), წერს: იოსებ მოხევე, მღვდელი, ესე იყო ფრიად სიწმინდის მოყვარე და მემარხულე, რომელ ყოველგან განითქვა სათნოება ამისი. ესე ნებითა ღვთისათა აღვიდა მყინვარის მთასა შინა, კაცთაგან შეუვალსა და იხილა მუნ კარავი და აკვანი აბრაამისა მამამთავრისა, რომელ ჯერეთსცა არვინ აღსრულარს მთასა მას, და მოართო მეფისა ირაკლის ნაჭერი კარავისა მის. და ესეცა მიიწია საზომსა სასწაულთ-მოქმედებისასა და ესრეთ უფლისად დაიძინა.

მყინვარწვერთან დაკავშირებულია ბევრი ძველი ლეგენდა. დაახლოებით 3800 მეტრის სიმაღლეზე 80 მეტრიანი კლდოვანი კედლის შიგნით მდებარეობს ბეთლემის გამოქვაბული„ქართლის ცხოვრების" მიხედვით, ეს მონასტერი წარმოადგენდა საეკლესიო სიწმინდეების და განძის საცავს, სადაც ბერები ჯაჭვის კიბეებით ადიოდნენ. მონასტერთან დაკავშირებული კიდევ ერთი ლეგენდა პოეტურად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს. სხვა ლეგენდის მიხედვით, მყინვარწვერზე იყო მიჯაჭვულიპრომეთე. დარიალის ხეობის მთავარი მშვენება და სიმბოლოა წმინდა სამების მონასტერი, სადაც ერთ დროს ინახებოდა წმინდა ნინოს ჯვარი. მონასტერი მდებარეობს მყინვარწვერის ფონზე, პირდაპირ დაბა სტეფანწმინდის თავზე, ხოლო 3900 მეტრის სიმაღლეზე დგას თანამედროვე პატარა ეკლესია.

მყინვარწვერს ოსურად „ჩრისტიწუფი" ანუ „ურსხოხი" ეწოდება.[1]

ნანახია: 1385 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels