400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შაბათი, 2024-04-20, 12:19 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » ივლისი » 3 » მწერები
9:55 PM
მწერები

მწერები (Insecta), უხერხემლო ცხოველების კლასი ფეხსახსრიანთა ტიპისა. მწერების სხეული დაფარულია ქიტოვანი კუტიკულით, რომელიც ქმნის გარეთა ჩონჩხს და დაყოფილია 3 ნაწილად: თავი, მკერდი და მუცელი. თავზე 4 წყვილ კიდურია, რომელთაგან ერთი წყვილი ულვაში ანუ ანტენაა. არსებობს ჯაგრისებრი, ძაფისებრი გურზისებრი, ხერხისებრი, სავარცხლისებრი, ფირფიტისებრი და სხვა ულვაშები.

მწერებს აქვთ მღრღნელი (ახასიათებთ სწორფრთიანებსხეშეშფრთიანებს ანუ ხოჭოებს და სხვა) ან მწუწნავი (ახასიათებთქერცლფრტიანებს ანუ პეპლებს, ბუზებს) პირის აპარატი. არსებობს აგრეთვე მჩხვლეტ-საწუწნი (მაწუხელები) და სხვა პირის აპარატი. თავზე მოთავსებული აქვთ თვალები — რთული, ფასეტური და მარტივი. მწერების მკერდი შედგება 3 სეგმენრისაგან (წინა, შუა და უკანა). მკერდიდან გამოდის მუცლის მხარეზე 3 წყვილი ფეხი, ზურგის მხარეზე — 2 წყვილი ფრთა. ფეხები შეიძლება იყოს სარბენი, სახტომი, სათხრელი, საცურავი, ყვავილის მტვრის შესაგროვებელი, დამჭერი და სხვა. ფეხები დანაწევრებულია და შედგება მენჯის,ტაბუხისბარძაყისწვივისა და თათისაგან. არსებობს მწერების ფრთიანი და უფრთო ფორმები. ფრთიანებს 2 წყვილი ფრთა აქვთ. ამათგან წინა წყვილი მიმაგრებულია შუა მკერდზე, უკანა — უკანა მკერდზე. მუცელი შეერთებულია მკერდთან, შედგება 5 სეგმენტისაგან, აქვს სხვადასხვა დანამატი: კვერცხსადები, ცერკები, ნესტარი ანუ საწერტელი. საჭმლის მომნელებელი აპარატი შედგება წინა, შუა და უკანა ნაწლავისაგან. წინა ნაწლავში არჩევენ ხახას, საყლაპავ მილს, ჩიჩახვს და მღეჭვ კუჭს. მასთანდაკავშირებულია სანერწყვე ჯირკვლები. შუა ნაწლავის აგებულება კვების ხასიათზეა დამოკიდებული. უკანა ნაწლავს ეკუთვნის მსხვილი და სწორი ნაწლავი. გამომყოფი ორგანოებია მალპიღის მილაკები, გამოყოფის ფუნქციას ასრულებს აგრეთვე ცხიმოვანი სხეული. სუნთქავენ ტრაქეებით. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. შედგება მილაკისებრი გულისა და მოკლე აორტისაგან. ნერვული სისტემა შედგება ხახისზედა ნერვული კვანძის ანუ თავის ტვინის, ხახის ქვედა ნერვული კვანძისა და მუცლის ნერვული ძეწკვისაგან. განსაკუთრებით კარგად არის განვითარებული შეხების, ყნოსვისა და მხედველობის ორგანოები. მწერები სქესობრივად მრავლდებიან. ზოგი გამონაკლისის გარდა გაყოფილსქესიანები არიან. ხშირად მკვეთრად აქვთ გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი. მწერების მონაცვლეობით და მეტამორფოზით. მწერების სასიცოცხლო ციკლი სხვადასხვაგვარია და დამოკიდებულიათაობათა რაოდენობაზე, სეზონური განვითარების თავისებურებაზე და განსაკუთრებით დიაპაუზის ხასიათზე.

მწერები ცხოველთა სამყაროს ყველაზე მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები არიან. ცნობილია მწერების მილიონამდე სახეობა.

მწერები მონაწილეობენ ნივთიერებათა წრებრუნვაში. იკვებებიან მრავალგვარი საკვებით — ცოცხალი და მკვდარი მცენარეებით, ცხოველების ლეშით, რომლითაც ბუნების სანიტრების როლს ასრულებენ, მონაწილეობენ ყვავილოვანი მცენარეების დამტვერვაში, აუმჯობესებენ ნიადაგის მექანიკურ და ფიზიკურ-ქიმიურ თვისებებს, იძლევიან საკვებს (ფუტკარი) და ტექნიკურ პროდუქციას (აბრეშუმის ჭიაკოშენილი, რომლისაგანაც წითელი საღებავი — კარმინი მზადდება და სხვა). მწერების უმრავლესობა მცენარეებისა და ცხოველების საშიში მავნებელი არიან. მათ გადააქვთ აგრეთვე სხვადასხვა ავადმყოფობის გამომწვევები.

მწერები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:ცხოველები
ტიპი:ფეხსახსრიანები
კლასი:მწერები
ლათინური სახელი
Insecta
დაცვის სტატუსი


400.ucoz.com ის დაწერით გადამოწმებულია სპეციალისტების მიერ


ნანახია: 661 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ივლისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels