400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 2024-04-25, 6:54 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » მზესუმზირა
6:14 PM
მზესუმზირა

მზესუმზირა (Helianthus), მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. აერთიანებს 78-მდე სახეობას. უმრავლესობამრავალწლოვანიაერთწლოვანებიდან კულტურაშია ზეთის მზესუმზირა (Helianthus annuus), მრავალწლოვანებიდან — მიწავაშლა(Helianthus tubetosus). გვხვდება სარეველად და დეკორატიული ფორმების სახითაც. მზესუმზირას სამშობლოაჩრდილოეთი ამერიკა, გავრცელებულია ყველგან. ზეთის მზესუმზირას ღერო სწორმდგომია და 5 მ-მდე იზრდება, დაფარულია უხეში ბეწვებით. აქვს წაწვეტებულბოლოიანი ოვალურ-გულისებრი დიდი ფოთლები. ყვავილედი კალათაა (დიამეტრი 15-20 სმ). მზესუმზირა ჯვარედინმტვერიაა. ნაყოფი წაგრძელებული სოლისებრი თესლურაა. შედგება ნაყოფსაფარისა და გულისაგან, რომელიც შეიცავს 29-57% ზეთს. თესლურას ფერი, ფორმა და ზომა ჯიშების მიხედვით სხვადასხვაგვარია. მორფოლოგიური ნიშნების მიხედვით განარჩევენ ზეთის, საკნატუნებელ და შუალედურ მზესუმზირას. მზესუმზირა ტენის, სითბოსა და სინათლის მოყვარულია, გვალვასაც უძლებს და ხანმოკლე სუსხსაც იტანს. კარგად ხარობს ტენიან, ჰაერ- და წყალგამტარ შავმიწაზე.

საქართველოში უმეტესად მოჰყავთ კახეთის რაიონებში (სიღნაღიდედოფლისწყაროგურჯაანი). მოსავალს იღებენ კალათების ძირითადი მასის (80-90%) მურა-ყვითლად ან მურად შეფერვისას. ზეთს იყენებენ კულინარიაში, მზესუმზირას ნაცრისაგან მიღებულ პოტასიუმს ხმარობენ ქიმიურ მრეწველობაში, ჩენჩოსაგან დამზადებულ ფურფუროლს - პლასტმასის, ხელოვნური ბოჭკოსა და არამტვრევადი მინის დასამზადებლად. ჩენჩოზე 10%-იანი სინთეზური წებოს დამატებით და დაწნეხით იღებენ მოზაიკურ, ძვირფას საავეჯო ფილებს და სხვა ნივთებს. კოპტონიჩენჩობზე და სილოსი ცხოველთა საკვებია.

მზესუმზირა
Helianthus petiolaris
Helianthus petiolaris
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:მცენარეები
განყოფილება:ფარულთესლოვნები
კლასი:ორლებნიანნი
რიგი:Asterales
ოჯახი:რთულყვავილოვანნი
გვარი:მზესუმზირა
ლათინური სახელი
Helianthus
დაცვის სტატუსი
ნანახია: 673 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels