400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
ხუთშაბათი, 2024-11-21, 1:06 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2008 » ივლისი » 3 » საირმე
9:32 PM
საირმე

მდებარეობა [400.ucoz.com ის ენციკლოპედიიდან]

საირმე მცირე კავკასიონოს გულში საქართველოს დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ის ერთ-ერთია მესხეთის ქედის ცნობილ კურორტებს შორის. საირმე მცირე კავკასიონის ალპური ზონის მოსანახულებლად იდეალურ ბაზად მიიჩნევა და სამხრეთ-აღმოსავლეთით ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკს უკავშირდება. ამ მიდამოებში მრავალი უძველესი ეკლესია-მონასტრია, რაც ბუნების მშვენიერებასთან ერთად არაჩვეულებრივ გარემოს ქმნის ტურიზმის განვითარებისათვის.

დასავლეთ საქართველოს უძველესი ქალაქიდან, ქუთაისიდან საირმემდე დაახლოებით 50 კილომეტრის გავლაა საჭირო.

მდინარე წაბლარა მესხეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთ კალთაზე იღებს სათავეს, ბარისკენ ეშვება და ბაღდათთან მდინარე ხანისწყალს ერთვის. ვიწრო და ღრმა ხეობაში წაბლარას პატარა მდინარე ბოსტანა უერთდება. სწორედ ამ ადგილას, ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 950 მეტრის სიმაღლეზე კურორტი საირმეა გაშენებული. საირმეს აღმოსავლეთით მწვერვალი დიდმაღალი (ზღვის დონიდან 2585 მეტრი), დასავლეთით კი, მესხეთის ქედის ყველაზე მაღალი, მეფისწყარო (ზღვის დონიდან 2848 მეტრი) დაჰყურებს. კურორტი მრავალ ჰექტარზე გადაჭიმული შერეული ტყითაა გარშემორტყმული _ ნაძვი, ურთხმელი, წიფელი, ცაცხვი, წაბლი, თელა. ასწლოვანი ხეების სიმაღლე 50 მეტრს აჭარბებს, დიამეტრი კი ერთ მეტრზე მეტი აქვს. საირმე ნოტიო სუბტროპიკულ ოლქს მიეკუთვნება ჰავა რბილია და ზომიერი _ ზამთარი შედარებით თბილი, ზაფხული კი _ გრილი. თოვლი შეიძლება ოქტომბერშიც კი მოვიდეს, მაგრამ მალევე დნება. ზოგჯერ ზამთარი სრულიად უთოვლოა. კურორტზე თბილი პერიოდი 5 თვე გრძელდება. საირმეში ყველაზე ხშირად ჩრილო-აღმოსავლეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთის ქარები ქრის, თუმცა ძლიერი ქარი აქ იშვიათობაა. ნალექების რაოდენობა წელიწადში 900 მმია.


ნანახია: 839 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  ივლისი 2008  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9544
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels