აბულ-სამსარის ქედი — მერიდიანული ქედი სამხრეთ საქართველოში. ახალქალაქის პლატოს გამოყოფს წალკის ქვაბულისა და ფარავნის ტბის ტაფობისაგან. ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია მდ. ქციის, ხოლო სამხრეთით მდ. ფარავნის ხეობით. სიგრძე 40 კმ. აგებულია ნეოგენური და მეოთხეული ანდეზიტის, ანდეზიტ-დიციტის, ბაზალტისა და დოლერიტის ლავებით, ტუფბრექჩიებითა და ტუფებით. საკმაოდ მაღალი და ციცაბფერდობებიანი ქედის მობრტყელებულ თხემზე გამწკრივებულია ქვიან-კლდოვანი ვულკანური მთები: თავკვეთილი (2583 მ), შავნაბადა (2929 მ), სამსარი (3285 მ) ვრცელი, ლოდებით მოფენილი კალდერით. სამხრეთით აღმართულია აბულ-სამსარის ქედის და ჯავახეთის ზეგნის უმაღლესი მთა დიდი აბული (3301 მ) და კიდევ უფრო სამხრეთით — პატარა აბული (2800 მ). მთების ფერდობები და ძირი მოფენილია კარკალით — ე. წ. ქვის ზღვებით. სამსარის ქედზე შემორჩენილია ძველი გამყინვარების ნიშნები : ცირკები, კარები და ტროგები. შემოსილია სუბალპური და ალური მდელოებით. სამსარის, დიდი აბულისა და ზოგი სხვა ვულკანური კონუსის ჩრდილოეთ ფერდობზე გვხვდება დეკიანებიც.
|