საიტის მენიუ |
|
 |
Block title |
|
 |
მინი-ჩეთი |
|
 |
მომღერალი თახვები |
|
 |
popular musik |
|
 |
იქსიკი და ნულიკი |
|
 |
|
 | |  |
| მთავარი » 2012 » ივლისი » 10 » სვანეთის ქედი
|
სვანეთის ქედი — მაღალმთიანი გასწვრივი ქედი მესტიისა და ლენტეხის რაიონებში, კავკასიონის სამხრეთი განშტოება, ენგურისა და ცხენისწყლის წყალგამყოფი. მთავარ ქედს გამოეყოფა მწვერვალ ნამყვამთან. სიგრძე 90 კმ, სიგანე 23 კმ. ცენტრალური ნაწილის მაქსიმალური სიმაღლეა 4010 მ (მწვერვალი ლაჰილი). უღელტეხილებიდან ყველაზე ცნობილია ლატფარი (2825 მ). სვანეთის ქედი აგებულია ქვედაიურული ფიქლოვან-ქვიშქვოვანი ფლიშური წყებებით, ზედაიურული კარბონატული ნალექებით, ცენტრალური ნაწილი — პალეოზოური მეტამორფული ქანებით. უმთავრესად ახასიათებს ნაზი რელიეფი, ზოგან ციცაბო კლდოვანი მასივებია. ქედზე არის თანამედროვე მყინვარები (აღმოსავლეთი ლაჰილი, დასავლეთი ლაჰილი და სხვა), რომელთა საერთო ფართობი 32 კმ²-ია. ქედი დასერილია მდინარეული ხეობებით. სვანეთის ქედზე ჰავის სიმაღლებრივი ზონალურობაა — დაწყებული ნოტიო ცივზამთრიანი და მოკლეზაფხულიანი ჰავიდან და დამთავრებული მაღალმთის ნოტიო მუდმივ უხვთოვლიან-მყინვარებიანი ჰავით. წეწადში 1800—2000 მმ ნალექი მოდის. ქედიდან ჩამოედინება მდინარეების ენგურისა და ცხენისწლის შენაკადები: ხუმფრერი, ლასილი, ლაილჭალა, კასლეთი, ხელედულა, ლასკადურა და სხვა. ქედის ტყის ყომრალ და გაეწრებულ ყომრალ ნიადაგებზე გავრცელებულია შერეული ფართოფოთლოვანი დაქ მუქწიწვოვანი ტყეები. ტყის ზონის ზემოთ მთის მდელოს ნიადაგებზე სუბალპური და ალპური მდელოებია.
|
ნანახია: 9568609 |
დაამატა: ადმინისტრაცია
| რეიტინგი: 10.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
| |
 | |  |
|
ძიება |
|
 |
შესვლის ფორმა |
|
 |
videos ძიება |
|
 |
კალენდარი |
« ივლისი 2012 » |
ორ |
სამ |
ოთხ |
ხუთ |
პარ |
შაბ |
კვ |
| | | | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 | 31 | |
 |
ჩვენი გამოკითხვა |
|
 |
ჩანაწერების არქივი |
|
 |
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 1 სტუმარი: 1 მომხმარებელი: 0 |
 |
|