უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს. ახასიათებს ძალზე მეჩხერი და ღარიბი ფიტოცენოზები, ნიადაგისა დაგრუნტის ხასიათის მიხედვით განასხვავებენ უდაბნოს შემდეგ სახეობებს: - ქვიშიანს — განვითარებულს ძველი ალუვიური ვაკეების ფხვიერ ნალექებზე;
- კენჭნარსა და ქვიშნარ-კენჭიანს — გათაბაშირებულ სტრუქტურულ პლატოებსა და მთისძირა ვაკეებზე;
- ღორღიან-გათაბაშირებულს — პლატოებსა და ახალგაზრდა მთისძირის ვაკეებზე;
- ქვიანს — დაბალმთიანეთსა და წვრილგორაკებზე;
- თიხნარს — სუსტად კარბონატულ საფრულ თიხნარებზე;
- ლიოსურს — მთისძირა ვაკეებზე;
- თიხიანთაყირულს — მთისძირა ვაკეებსა და მდინარეთა ძველ დელტებზე;
- თიხიან-ბედლენდურს — დაბალმთიანეთში, რომელიც აგებულია მარილების შემცველი მერგელებითა და თიხებით;
- მლაშობს — დამლაშებულ დეპრესიებსა და ზღვის სანაპიროებზე.
უდაბნოს ძირითადად ახასიათებს ქვიშიანი ან ქვა-ღორღიანი რელიეფის ზედაპირი, ზაფხულის მაღალი ტემპერატურა, ნალექების უმნიშვნელო რაოდენობა, დროებითი მდინარეები და ტბები, ღარიბი ნიადაგი და მცენარეულობა. უდაბნოები (მშრალი ტერიტორიები) 3 ტიპისაა: 1. ძალიან მშრალი (ექსტრა-არიდული) უდაბნოები, სადაც ნალექების რაოდენობა 100 მმ-ზე ნაკლებია. 2. მშრალი (არიდული) უდაბნოები. წლის განმავლობაში მოდის 100 - 250 მმ ნალექი. 3. ნახევრად მშრალი (სემიარიდული) ტერიტორიები ანუ ნახევრადუდაბნოები. აქ ნალექების რაოდენობა შეადგენს 250-400 მმ-ს
უდაბნო — ლანდშაფტის ტიპი, რომელიც წარმოიქმენა მუდმივად ან სეზონურად ცხელჰავიან მხარეებში; იგი უდაბურს, უკაცრიელს ნიშნავს.
|