400.ucoz.com
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
პარასკევი, 2024-04-26, 12:23 PM
საიტის მენიუ
Block title
მინი-ჩეთი
500
მომღერალი თახვები
popular musik
იქსიკი და ნულიკი
მთავარი » 2012 » მაისი » 22 » ვეფხისტყაოსანი
5:32 PM
ვეფხისტყაოსანი

ვეფხისტყაოსანი — XII საუკუნის ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი პოემა. შედგება პროლოგის, ძირითადი ნაწილისა და ეპილოგისაგან. შინაარსის მხრივ, ვეფხისტყაოსანი რთული ნაწარმოებია; აქ ორი პარალელური ამბავია მოთხრობილი — არაბეთისა და ინდოეთისა, თუმცა ორივე მათგანი ერთმანეთთან სიუჟეტურად დაკავშირებულია. პოემა მდიდარია პერსონაჟებით. დაწერილია შაირის სტილში, თექვსმეტმარცვლიანი საზომით.

დღემდე მოღწეული არაა ტექსტის პირვანდელი ვარიანტი; უძველესი ხელნაწერი, რომელიც დღეისათვისაა ცნობილი, XVI საუკუნითთარიღდება. საუკუნეების განმავლობაში პოემის ტექსტი იცვლებოდა, ინტერპოლატორების (ყალბისმქნელების) მიერ ხშირად ემატებოდა ახალი სტროფები, ზოგჯერ კი მთელი თავებიც; დღეს პოემის ეს დამატებული თავები „ვეფხისტყაოსნის გაგრძელებების" სახელითაა ცნობილი.

დღემდე მოღწეულია ვეფხისტყაოსნის 160-ზე მეტი ხელნაწერი წიგნი. ბეჭდურად პოემა პირველად 1712 წელს ვახტანგ VI-ის მიერ გამოიცა. ვეფხისტყაოსნის ზოგიერთი ხელნაწერი ნუსხა გაფორმებულია მდიდრული ორნამენტებითა და მინიატიურებით. სხვადასხვა მხატვრის მიერ შექმნილია ილუსტრაციები. პოემა გადათარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

შუა საუკუნეებშიცა და შემდეგ დროშიც ვეფხისტყაოსანი დიდ როლს ასრულებდა ქართველი ერის, განსაკუთრებით კი ქართულილიტერატურის თვითმყოფადობის საკითხებში; ვეფხისტყაოსანი ქართველთათვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნად. რჩებოდა. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეებში ვეფხისტყაოსანი ხშირად იდევნებოდა ეკლესიის მხრიდან, რადგან იგი ანტიქრისტიანულ, სპარსულ ნაწარმოებად ითვლებოდა. თუმცა პოემის დევნამ ვერ შეასუსტა მისი მნიშვნელობა ქართველ ხალხში, პირიქით, მისი გავლენა უფრო მეტად გაიზარდა ახალი დროის ქართველ მწერლებში. დღეს ვეფხისტყაოსანი მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ შედევრად ითვლება.


პროლოგისა და ეპილოგის შინაარსი

ვეფხისტყაოსნის პროლოგი და ეპილოგი შინაარსობრივად გარკვეულ ტრადიციულ პრინციპზეა აგებული. პროლოგის დასაწყისში ავტორი ქებითა და ლოცვით მიმართავს სამყაროს შემოქმედს (1. და 2. სტროფები)[25]. ღვთისადმი მიმართვის შემდეგ რუსთაველი ქებას უძღვნის ამქვეყნიურ მეფეებს (3-5 სტროფები), სადაც იგი აღნიშნავს, რომ არ იცის, როგორ შეჰკადროს ხოტბის შესხმა თამარ მეფის „ლომს". სიტყვა „ლომი" პოემის მესამე სტროფში ნახმარია მეტაფორული მნიშვნელობით და აღნიშნავს თამარ მეფის მეუღლეს. ეპილოგში იგი უკვე საკუთარი სახელით —დავითითაა მოხსენიებული[26]. მეოთხე სტროფი საგანგებოდ საკუთრივ თამარ მეფეს ეძღვნება[27]:

თამარს ვაქებდეთ მეფესა, სისხლისა ცრემლ-დათხეული..."

ღვთისა და საქართველოს სამეფოს მმართველთა ქების შემდეგ პოემის ავტორი პროლოგში საკუთარ თავზე და შემოქმედებაზე საუბრობს. მე-6 და მე-7 სტროფებში უკვე პოემის მთავარი გმირის, ტარიელის სახელია ნახსენები[28]. იმავე მე-7 და შემდეგ სტროფებში კი ავტორი ორჯერ იხსენიებს საკუთარ თავს რუსთველის სახელით[29]:

დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულლახვარსობილი...
მე, რუსთველი, ხელობითა ვიქ საქმესა ამადარი...
"

ამ ყველაფრის შემდეგ რუსთაველი პროლოგში ავითარებს ორ თეორიას შაირობისა და მიჯნურობის შესახებ. შაირობაზე საუბრისას იგი თავიდანვე განსაზღვრავს მის (პოეზიის) არსს და მის ბუნებას; კერძოდ, პოემის მე-12 სტროფის[30] მიხედვით პოეზია სიბრძნის დარგადაა მიჩნეული და მისი შემეცნებითი მნიშვნელობაა ხაზგასმული. პოეტის თქმით, პოეზია „მსმენელისთვის დიდი მარგია", გარდა ამისა შაირობას რუსთაველი საღმრთო საქმედ მიიჩნევს, რომელსაც საამქვეყნო დანიშნულებაც აქვს[31].

პოეზიის ბუნებისა და დანიშნულების განსაზღვრის შემდეგ რუსთაველი მის სპეციფიკაზე საუბრობს და ამბობს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი". მოშაირეს თავის საქმეში ისეთივე გაწაფულობა მოეთხოვება, როგორც სპორტის ოსტატს (მობურთალს)[32]. ლექსის ყოველი მთხზველი შოთას პოეტად არ მიაჩნია. იგი მელექსეებს თავიანთი შესაძლებლობების მიხედვით ჰყოფს სამ კატეგორიად და ამ დახარისხებას იძლევა მე-15, მე-16 და მე-17 სტროფებში[33]. პირველ კატეგორიას რუსთაველი მიაკუთვნებს ერთი-ორი უმსგავსო ლექსის ავტორებს, რომლებსაც, პოეტის თქმით, „მოშაირე არა ჰქვია". მეორე კატეგორიაში შოთა ათავსებს მელექსეებს, რომლებსაც არ შეუძლიათ ძლიერი ემოციური ზეგავლენა მოახდინონ მკითხველზე. ამგვარ პოეტებს რუსთაველი გაუწაფავ ყმაწვილ მონადირეს ადარებს, რომელსაც დიდი მხეცის მონადირება არ შეუძლია. მესამე კატეგორიაში კი პოეტს შეჰყავს მელექსეები, რომელთა ნაწარმოებებიც გასართობად, დროის მოსაკლავად გამოსადეგია. აქ რუსთაველი არ უარყოფს მსუბუქი ჟანრის წვრილი სალაღობო ლექსების მნიშვნელობას[34].

ვეფხისტყაოსნის პროლოგში შაირობის თემას უშუალოდ, ლოგიკურად, აზრობრივად ებმის მიჯნურობის თემა. რუსთაველის თქმით, კარგი მელექსე თავის შემოქმედებას ფუჭად კი არ უნდა ფანტავდეს, არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად, სიყვარულის სადიდებლად უნდა იყენებდეს[35]. პოეტი ერთმანეთისაგან მკაცრად ასხვავებს ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ წადილს, სიძვას[36]:

მიჯნურობა არის ტურფა, საცოდნელად ძნელი გვარი;

მიჯნურობა სხვა რამეა, არ სიძვისა დასადარი;
იგი სხვაა, სიძვა სხვაა, შუა უზის დიდი ზღვარი,
ნურვინ გარევთ ერთმანეთსა! გესმის ჩემი ნაუბარი?

"

მოშაირეების მსგავსად შოთა სიყვარულსაც სამ კატეგორიად ყოფს. „პირველი მიჯნურობა" პროლოგის მიხედით „საზეო საქმეა", ღვთაებრივი მოვლენაა. მეორეა ამქვეყნიური, მიწიერი, ხორციელი სიყვარული, ადამიანური გრძნობა (რომელსაც შოთა სიძვისაგან მკაცრად მიჯნავს). მიჯნურობის მესამე სახეს, ხორციელ წადილს, სქესობრივი ჟინით გატაცებას პოეტი სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს და დაუფარავად აკრიტიკებს[37]:

მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში."

რუსთაველი უარყოფს მიჯნურობის ორივე უკიდურეს ფორმას — საზეო-საიმქვეყნო სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას (სიძვას) და პროლოგში ხსნის, რომ მისი პოემა ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი მიჯნურისაგან პოეტი მოითხოვს ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც[38].

პროლოგში პოეტი ამბობს, რომ პოემაში მოთხრობილი ამბავი დასრულდა, პოემის გმირებმა დაასრულეს ამქვეყნიური ცხოვრება და გარდაიცვალნენ. პროლოგის პირველ სტროფში კიდევ ერთხელაა მოხსენიებული რუსთაველი (თუმცა, პროლოგის სტროფების დაწერას ტრადიციულად შოთა რუსთაველს არ მიაწერენ). დასასრულში პოეტი კიდევ ერთხელ აქებს საქართველოს მმართველებს, თამარ მეფესა დადავით სოსლანს. უკანასკნელ სტროფში მოხსენიებულია იმ პერიოდის ნაწარმოებები მათი ავტორებითურთ, მათ შორის დასახელებულია რუსთაველი, ტარიელის მაქებარი. აღსანიშნავია, რომ აქ რუსთავლი მესამე პირშია დასახელებული, რაც ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ პროლოგის სტროფების ავტორად ზოგჯერ შოთა რუსთაველს არ მიიჩნევენ[39] (ვრცლად ამის შესახებ იხილეთ ამავე სტატიის ქვეთავი ავტორი,ვეფხისტყაოსნის გამგრძელებლები).

პერსონაჟები [რედაქტირება]

ვეფხისტყაოსანი საკმაოდ მდიდარი პოემაა პერსონაჟთა წრით. მოქმედება ფართო გეოგრაფიულ არეზეა გაშლილი და პერსონაჟებიც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები არიან, მათ შორის გამოგონილი ქვეყნებისაც (როგორიცაა, მაგალითად, მულღაზანზარი). პოემაში არაა გამოყვანილი ეროვნებით ქართველი პერსონაჟი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ვეფხისტყაოსანში დასახელებულ სამეფოებში იმდროინდელი საქართველოსკუთხეები იგულისხმება. ივანე ჯავახიშვილის თქმით, შოთა რუსთაველის გმირებში ქართული გული ძგერს და მათ მაშინდელი საქართველოს საკითხები აღელვებთ[41].

ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებთან დაკავშირებით ნარკვევები გამოქვეყნებული აქვთ აკაკი წერეთელსა[42][43][44][45] და ილია ჭავჭავაძეს[46]. აკაკის მოსაზრებით ვეფხისტყაოსნის ქვეყნები გადარქმეული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებია, შესაბამისად ხალხიც ქართველია. აკაკი პირდაპირ ასახელებს, რომ ტარიელი წარმოშობით ამერიდანაა (აღმოსავლეთ საქართველოდან), ავთანდილი იმერიდან (დასავლეთიდან), ხოლო ფრიდონი შავიზღვისპირელი ქართველია — ამ სამი გმირის ერთობა კი ერთიან, შეკავშირებულ ქართველ ხალხს იძლევა. აკაკიმ ნესტანი წარმოიდგინა საქართველოს სიმბოლოდ, რომელსაც ქართველი ხალხი მხოლოდ ერთიანი ძალებით თუ უშველის. ამგვარად აკაკიმ სცადა ქართველთა სუბეთნიკურ ნიადაგზე ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა ტიპური ბუნების გარკვევა[47]აკაკის მოსაზრებას დაეთანხმა დავით კარიჭაშვილიც, თუმცა მან აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის ეთნოგრაფიული წარმომადგენლები რუსთაველს განგებ კი არ დაუხატავს, არამედ ეს თავისთავად, პოეტის უნებურად მოხდა[48]. ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებზე აკაკის აზრი მკაცრად გააკრიტიკა ილია ჭავჭავაძემ. მისი თქმით, აკაკიმ „ვიწრო ფარგლებში მოამწყვდია" დიდებული ქართული პოემის მნიშვნელობა, ხოლო მისი ავტორი უბრალო ეთნოგრაფად გამოაჩინა. ილიას აზრით, რუსთაველის პერსონაჟები არიან „ზოგადი ადამიანების ტიპები" და არა რომელიმე „ქართლელი, კახელი, პეტრე, ივანე"[49].

ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების დახასიათებას უძღვნა ნაშრომი ვლადიმერ ნორაკიძემ. მისი თქმით ტარიელი და ავთანდილი, ასევე ფრიდონიც არიან მსგავსი ხასიათების ადამიანები, თუმცა ისინი მაინც არ კარგავენ საკუთარ ინდივიდუალობას[50][51][52][53][54]. ამ მხრივ დიამეტრულად განსხვავებული მოსაზრება აქვს ივანე ჯავახიშვილს. მისი თქმით, პირიქით, ვეფხისტყაოსნის მთავარი გმირები (ტარიელი და ავთანდილი) იმდროინდელი საქართველოს ორ აბსოლუტურად განსხვავებულ ტიპს წარმოადგენენ; ჯავახიშვილი ხსნის, რომ განსხვავება კონკრეტულად იმაშია, რომ ტარიელი იბრძვის, არის მამაცი, თუმცა მის ბრძოლას არა აქვს იდეური ხასიათი, ავთანდილი კი პირიქით, ხმალს მხოლოდ იმისათვის იშიშვლებს, რომ შეურაცხყოფილებს დაეხმაროს, გაათავისუფლოს ჩაგრულები[55]. ამ საკითხში ივანე ჯავახიშვილს არ ეთანხმება ალექსანდრე ბარამიძე[56].

ვეფხისტყაოსნის ძირითადი პერსონაჟები არიან:

  • ტარიელი — უცხო მოყმე, ვეფხისტყაოსანი, ნესტანის მიჯნური, ავთანდილისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
  • ავთანდილი — არაბეთის სპასპეტი, თინათინის მიჯნური, ტარიელისა და ფრიდონის ძმადნაფიცი;
  • ნურადინ-ფრიდონი — მულღაზანზარის მეფე, ტარიელისა და ავთანდილის ძმადნაფიცი;
  • ნესტან-დარეჯანი — ტარიელის მიჯნური, ფარსადანის ქალიშვილი;
  • თინათინი — ავთანდილის მიჯნური, როსტევანის ქალიშვილი და თანამესაყდრე;
  • როსტევანი — არაბეთის მეფე;
  • ფარსადანი — ინდოეთის მეფე;
  • დავარი — ფარსადანის და, ქაჯეთში გათხოვილი, ნესტან-დარეჯანის გამზრდელი და მასწავლებელი;

  • შერმადინი — ავთანდილის ერთგული მსახური;
  • ასმათი — ნესტან-დარეჯანის მონა-მსახური, ტარიელის მსახური და მეგობარი;
  • რამაზი — ხატაეთის მეფე;
  • უსენი — გულანშაროს მთავარი;
  • ფატმანი — უსენის ცოლი;
  • ჭაშნაგირი — ფატმანის საყვარელი;
  • მელიქ–სურხავი — გულანშაროს მეფე;
  • უსამი — ვაჭრების მეთაური.


ნანახია: 4633 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
ძიება
შესვლის ფორმა
videos ძიება
კალენდარი
«  მაისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031
ჩვენი გამოკითხვა
გააქვთ პრენტეზიები ჩვენთან?
სულ უპასუხა: 9543
ჩანაწერების არქივი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
400.ucoz.com
gilocavt 2013 wels